რეზა ფეჰლავი: "ირანის თავისუფლება ახლოს არის, ჩვენ მარტო არ ვართ — გლობალური დახმარებაც მალე მოვა"
ირანის უკანასკნელი შაჰის, რეზა ფეჰლავის უფროსი ვაჟი X-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ირანის განთავისუფლების გეგმაზე საუბრობს. ფეჰლავის განცხადებით, ირანის ეროვნული აჯანყება ახალ ეტაპზე გადადის და რეჟიმის დამარცხება ირანის შიგნიდან და გარედან უნდა მოხდეს.
ფეჰლავის განცახდებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ირანი მარტო არ არის და "გლობალური დახმარებაც მალე მოვა".
"ძვირფასო ჩაგრულო ირანო, ჩემო მამაცო თანამემამულენო,
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო ოთხ დღეში, თქვენ მილიონიანი გამოსვლებით შეარყიეთ ისლამური რესპუბლიკის არალეგიტიმური რეჟიმის საფუძვლები. ახლა, ბოლო დღეებში თქვენს მოწოდებებსა და გამოხმაურებებზე და იმ ლეგიტიმაციასა და პოპულარობაზე დაყრდნობით, რომელიც თქვენგან მივიღე, ვაცხადებ ეროვნული დაუმორჩილებლობის ახალ ეტაპს — ისლამური რესპუბლიკის დასამხობად და ჩვენი ძვირფასი ირანის დასაბრუნებლად.
1. ირანის შიგნით — ქალაქების ცენტრალური ქუჩების დაკავებისა და შენარჩუნების გარდა, რეჟიმის ცრუ პროპაგანდასა და კომუნიკაციების გათიშვაზე პასუხისმგებელი ყველა ინსტიტუცია და სტრუქტურა ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევა. სახელმწიფო მოხელეებს, ასევე შეიარაღებულ და უსაფრთხოების ძალებს, აქვთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ხალხს და გახდნენ ერის დამხმარეები, ან აირჩიონ თანამონაწილეობა ერის მკვლელებთან და საკუთარ თავზე აიღონ მარადიული სირცხვილი და ერის წყევლა.
2. ირანის გარეთ — ირანის ყველა საელჩო და საკონსულო ირანელ ერს ეკუთვნის და დადგა დრო, ისინი ირანის ეროვნული დროშით შეიმოსოს ისლამური რესპუბლიკის სამარცხვინო დროშის ნაცვლად.
ისლამური რესპუბლიკიდან ჩვენი ძვირფასი ირანის დაბრუნების ზღვარზე ვართ. ხამენეიმ და მისმა რეჟიმმა თქვენგან უკვე რამდენიმე მძიმე დარტყმა განიცადეს და არ უნდა მივცეთ მათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა. რეჟიმი რეპრესიული ძალების სერიოზულ დეფიციტს განიცდის და ხალხზე სროლის გაძლიერება არა ძალის, არამედ დაქირავებული ძალების ნაკლებობისა და სწრაფი კრახისა და დამხობის შიშის შედეგია. ჩვენ არ მივცემთ ამ დამნაშავეებს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი ჩვენი ახალგაზრდის სისხლი დაღვარონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უკან არ დავიხევთ.
ირანის თავისუფლება ახლოს არის. ირანის უკვდავი შვილების დაღვრილი სისხლი გამარჯვებისკენ მიგვიძღვის. ჩვენ მარტო არ ვართ. გლობალური დახმარებაც მალე მოვა. დაელოდეთ ჩემს შემდეგ გზავნილებს. ძალიან მალე ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ძვირფას ირანს ისლამური რესპუბლიკისგან და ირანის ყველა კუთხეში თავისუფლებისა და გამარჯვების ზეიმს მოვაწყობთ," — ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ ფეჰლავის უფროსმა ვაჟმა, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, განაცხადა, რომ მზადაა ირანში დაბრუნდეს და მოუწოდა აშშ-ის ხელმძღვანელობას, იმოქმედოს "გადამწყვეტ" მომენტში. ამის შესახებ ფეჰლავიმ კვირას, 11 იანვარს, Fox News-ის გადაცემაში Sunday Morning Futures ისაუბრა.
მამისის, მოჰამედ ფეჰლევის, ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, 64 წლის რეზა ფეჰლევი აშშ-ში ცხოვრობს და თეირანში რეჟიმის შეცვლის მომხრეა..
ირანში დემონსტრაციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. იმ დღეს, თეირანში მაღაზიების მეპატრონეებმა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის ნიშნად თავიანთი ბიზნესები დახურეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქციებს სხვა მსხვილი ქალაქების მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
სამშაბათს, 30 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის პირველი შეტაკებების შესახებ, სადაც უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პროტესტი მალე პოლიტიკურ ძალადობაში გადაიზარდა, ზოგიერთი მონაწილე სკანდირებდა სლოგანს, რომელიც შესაძლოა ირანის სულიერ ლიდერს, ალი ხამენეის, ეხებოდა: "სიკვდილი დიქტატორს". მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას და ფეჰლევის დაბრუნებას მოითხოვენ.
2 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ მედია პლატფორმა TruthSocial-ზე გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატები ჩაერევა, თუ უსაფრთხოების ძალები მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლს გაუხსნიან.
პროტესტი მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. თეირანის მერმა ალირეზა ზაკანიმ განაცხადა, რომ 9 იანვრის ღამეს გამართული პროტესტის დროს 50-ზე მეტი ბანკი და რამდენიმე სამთავრობო შენობა დაიწვა, ხოლო 30-ზე მეტი მეჩეთი განადგურდა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები