საქართველოს სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელს ქუჩაში თავს დაესხნენ
საქართველოს სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელმა, არტურ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღემდე სამი დღით ადრე მას თბილისში, საკუთარ სახლთან ახლოს თავს დაესხნენ.
მირზოიანი ამტკიცებდა, რომ პარასკევს საღამოს მას თავს დაესხა სამი ნიღბიანი პირი, რომელთაგან ორი სცემდა, ხოლო მესამე ამ პროცესს იღებდა.
"მიწაზე დამაგდეს, განზრახ მირტყამდნენ თავში, ზურგში, მუცლის არეში, მცემეს. მეც დავიცავი თავი, ადგომა შევძელი, გაქცევა ვცადე. ამ დროს ჩემი პერანგი და ქურთუკი [გადაგლიჯეს]. როცა მიხვდნენ, რომ ვეღარ დამიჭერდნენ, გაიქცნენ", — ჰყვება მირზოიანი Facebook-ზე ატვირთულ ვიდეოში.
მირზოიანმა მიიჩნევს, რომ თავდასხმა მის საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.
ეს მოხდა სომხების გენოციდის ხსოვნის დღემდე სამი დღით ადრე, რომელიც ყოველწლიურად 24 აპრილს აღინიშნება. მირზოიანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მისმა ორგანიზაციამ თბილისში კვირას მსვლელობა მოაწყო ორშაბათის გენოციდის 108 წლისთავთან დაკავშირებით.
შაბათს TV პირველთან საუბრისას მირზოიანმა "ხელისუფლების წარმომადგენლები" რამდენიმე წლის განმავლობაში დემონსტრაციის აღკვეთაში დაადანაშაულა.
"[თავდამსხმელებს] ჩემი ცემა ჰქონდათ მიზნად, რათა 23-24 აპრილს თურქეთის საელჩოსკენ ჩირაღდნებით მსვლელობა არ გამემართა", — თქვა მან. "2016 წლიდან ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობები, ხელი შეუშალონ ამ პროტესტს თურქეთის საელჩოსთან".
თურქეთი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომხის ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარებას.
საქართველოში სომხური სათვისტომო 2008 წელს დარეგისტრირდა, თუმცა, მათი ვებგვერდის მიხედვით, ჯგუფი 2004 წლიდან მუშაობს. ჯგუფის მიზანია საქართველოში ეთნიკური სომხების უფლებების დაცვა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები