გია ვოლსკი

20 Apr. 2023, 17:29

საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადება საკითხისადმი სუბიექტურ მიდგომას აჩვენებს. განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს ამ თემაზე გამოძიების დაწყების ფაქტი და საფუძველი. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იქნება გამოძიება, თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია ფაქტები და როდესაც სახეზეა ამ ფაქტების არარსებობის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწოდებული ინფორმაცია ემყარება მხოლოდ ღია წყაროებს, სუბიექტური მიდგომაა და სწორია ის გადაწყვეტილება, რაც უმრავლესობამ მიიღო, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. რაც შეეხება კეზერაშვილის მიმართ დამოკიდებულებას, რომ თემა უნდა განიხილოს საგამოძიებო სტრუქტურებმა და შემდეგ სასამართლოს გადაეცეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მართებული მიდგომაა, მაგრამ ასეთივე მართებულ მიდგომას მოითხოვს იმ მოსამართლეების საკითხიც, რომლებიც ასე ხელაღებით დაადანაშაულეს კორუფციაში. თუ კი ვინმე დასვამს შეკითხვას ორმაგი სტანდარტის შესახებ, ამ შეკითხვას საკმაოდ მყარი საფუძველი ექნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამის შესახებ გია ვოლსკიმ ისაუბრა. აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ არავითარი შეცდომა არ ყოფილა, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ადამიანისთვის სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში. ოპოზიცია ითხოვს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის და გამოიძიებს მოსამართლეების საქმე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…