თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ნიკოლოზ მაქარაშვილს, რომელიც საკუთარ თავს ბერს უწოდებს, ბინაში შესვლის უფლებას არ აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ადგილზე მისულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

სახლთან შეკრებილნი არიან აღნიშნული პირის მიმდევრები და მის სახლში შეშვებას ითხოვენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა, ავთანდილ გალდავამ უთხრა, რომ სახლის მეპატრონე მის მიმართ მუქარაზე საუბრობს და პოლიცია გამოიძახა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი საპატრიარქოზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მღვდელმსახურება წლების წინ შეუწყდა.