სომხეთში "დაკარგული" აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დააკავეს
სომხეთმა ქვეყნის საზღვრიდან 14 კილომეტრში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დააკავა, აზერბაიჯანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ნახჭევანის საზღვარზე ორი ჯარისკაცი დაიკარგა.
ორშაბათს სომხეთმა განაცხადა, რომ დილით ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დააკავეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ წინა პარასკევს დაბალი ხილვადობის გამო ორ ჯარისკაცს გზა აებნა.
სიუნიქის პროვინციაში, აზერბაიჯანის საზღვრიდან 14 კილომეტრში მდებარე სოფელ აშოტავანის მცხოვრებლებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ჯარისკაცი დააკავეს და პოლიციას გადასცეს.
ახლომდებარე სოფელ ბნუნისის მაცხოვრებლებმა ადგილობრივ მედიას ასევე განუცხადეს, რომ ორი აზერბაიჯანელი მათ სოფელში კვირას ღამით ნახეს, მაგრამ ტყვედ არ აუყვანიათ. გავრცელებული ინფორმაციით, ღამით ორმა ნიღბიანმა პირმა სახლის კარზე დააკაკუნა.
მეორე ჯარისკაცის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ერევნის ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
სომხურმა სამოქალაქო ჯგუფებმა ჯარისკაცების მიერ საზღვრის გადაკვეთისა და სომხეთის შიგნით მნიშვნელოვანი მანძილზე შეღწევის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
არტურ საქუნცმა ვანაძორის ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეიდან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს სჭირდებოდა განმარტება, თუ როგორ შეიძლება "თუნდაც ერთმა ადამიანმა" საზღვრის შეუმჩნევლად გადაკვეთა შეძლოს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელიც აშოთავანში ხალხს ესაუბრება.
"სამი დღეა ბალახზე, მიწაზე მძინავს", — ამბობს ჯარისკაცი აზერბაიჯანულად. "სამი დღეა, წყალი არ დამილევია და არ მიჭამია".
ორი სოფელი, სადაც აზერბაიჯანელები ნახეს, საზღვრიდან დაახლოებით 14 კილომეტრშია, ხოლო სავარაუდო მარშუტი და ტერიტორიის მთიანი რელიეფი გზას საზღვრიდან სოფლებისკენ მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.
ინციდენტმა ორივე სოფლის მაცხოვრებლებში შეშფოთება გამოიწვია და ტერიტორიაზე უსაფრთხოების ძალების განლაგება მოითხოვეს.
მაცხოვრებლებმა ასევე გამოთქვეს ეჭვი ოფიციალურ ცნობებთან დაკავშირებით, ზოგი ვარაუდობს, რომ სომხეთში შესაძლოა ორზე მეტი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შევიდა.
სხვები ეჭვქვეშ აყენებდნენ იმ აზრს, რომ ჯარისკაცები დაიკარგნენ და ვარაუდობდნენ, რომ თუ ასე მოხდებოდა, სომხეთში დარჩენის ნაცვლად აზერბაიჯანში დაბრუნებას შეეცდებოდნენ.
ბნუნისის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ უსაფრთხოების კამერებმა ტერიტორიაზე მესამე აზერბაიჯანელი ჯარისკაციც დააფიქსირა.
მომხდარზე და ხალხის დასმულ კითხვებზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები