სალომე სამადაშვილი

13 Aug. 2025, 14:30

"დღეს, 12 აგვისტოს, მინდა ვკითხო არალეგიტიმურ რეჟიმს, რომლის ე.წ. მინისტრთან კაბინეტმა გუშინ რაღაც მოგონილ ‘ევროკავშირთან ურთიერთობების სამოქმედო გეგმაზე’ იმსჯელა და მორიგ ჯერზე სიცრუის მანქანის მეშვეობით ხალხის მოტყუებას ცდილობს, რომ თითქოს ცდილობს შეასრულოს ასოცირების შეთანხმების პირობები, მეორეს მხრივ საკუთარ დუგინის ჩინური ვერსიის მსგავსი პროპაგანდისტის შათირიშვილის ეპისტოლეებით, ატყუებს, რომ ევროპა თურმე აღარ წარმოადგენს არაფერს ღირებულს-მინდა ვკითხო, რომელი მოთხოვნაა აქედან შესრულებული და რომელი მოთხოვნის შესრულებას გეგმავთ? საზაფხულო არდადეგები მთავრდება, სექტემბრიდან ევროკავშირი გადავა მისი პირობების შესრულების პროცესის განხილვაზე და მაინტერესებს, რა გაქვთ ევროკავშირისთვის სათქმელი?

ანტიკორუფციული ბიურო ისევ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია, არც ერთი რუსული კანონის გაუქმება არ იგეგმება, სასამართლო კლანი კონვეიერული რეჟიმით უშვებს ხალხს ციხეში აქციებში მონაწილეობისთვის, შსს სამინისტრო კი ასევე კონვეიერული წესით ბეჭდავს ჯარიმებს აქციებში მონაწილეობისთვის. მაინტერესებს რომელი მოთხოვნის შესრულებას გეგმავს ეს რეჟიმი და ეს უნდა აინტერესებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არ უნდა, რომ რამდენიმე თვეში გააგდონ იმ პრივილეგირებული ქვეყნების პასპორტების მფლობელების სიიდან, ვისაც უვიზოდ შეუძლია ევროპაში მოგზაურობა. ვისაც არ უნდა, რომ რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მსგავსად, ოცნებად გაუხდეს ევროპაში სამოგზაურო, სასწავლებელი, სამკურნალო თუ სამუშაო ვიზის აღება. ვისაც არ უნდა, რომ მორიგ ჯერზე უთხრან, რომ წარმოადგენს წარუმატებელ, შეუმდგარ ქვეყანას, რომლის მოქალაქესაც უვიზოდ ცივილიზებულ ქვეყნებში არავინ უშვებს.

უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის კიდევ ერთი დაკნინება, რომელზეც სრულად იქნება პასუხისმგებელი ივანიშვილი და მისი არალეგიტიმური რეჟიმი. ამიტომ ამ რეჟიმს დროულად უნდა მოვთხოვოთ

პასუხი, რას აკეთებენ დღეს, რომ ხვალ ეს სავალალო შედეგი არ დაგვიდგეს" ­


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. თამარ ბაგრატიონი ჟენევაში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
  4. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს
  5. მერაბ დვალიშვილი 2025 წლის საუკეთესო MMA მებრძოლი გახდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაწაწინა ნამარხის მეშვეობით მეცნიერებმა გიგანტური დინოზავრის სახეობა აღმოაჩინეს

პალეონტოლოგებისთვის პატარა ძვალიც კი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს, რასაც უკანასკნელი აღმოჩენა…