დიმიტრი გვრიტიშვილი

10 Apr. 2023, 19:51

შეიძლება, თამამად ითქვას, რომ დღეს პრემიერმინისტრის უზენაეს სასამართლოში ვიზიტმა ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ის გათვლა, რაც იყო ამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, ანუ, გათვლა ის, რომ ერთი მხრივ, თვითონ სასამართლო კორპუსისადმი იყო, მთელი კორპუსისადმი გზავნილი და მიზნად ისახავდა მათ დაშანტაჟებას, თითოეული მოსამართლის დაჟანტაჟებას. მეორე, გზავნილი იყო ხელისუფლებისადმი, რომ აი, გაემიჯნეთ. პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ამის ცალსახა ლუსტრაცია. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია — ვთქვათ, მსხვერპლად შევწიროთ ეს 4 ადამიანი ჩვენს "ევროპულ მომავალს".  

რაც შეეხება მთავრობას და მთავრობის მეთაურს, დღევანდელმა მისმა [ღარიბაშვილის] ვიზიტმა და გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის მარტო ამ უპრეცენდენტო შეტევის პირობებში და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მისი ხელმძღვანელის სახითაც უკავია აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია, რაც უნდა ეკავოს სახელმწიფოს პირველი თანამდებობის პირს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა. დღეს ღარიბაშვილი მოსამართლეებს შეხვდა და თქვა, რომ "ყველა მოსამართლით ამაყობს". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…