ინციდენტი გუშინ, 14 მარტს მოხდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსული სუ-27-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც ამერიკულ დრონს შეეჯახა, ყირიმისკენ მიფრინავდა.

  • მიყენებული დაზიანების გამო აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება შავ ზღვაში მოუწია, რუსული თვითმფრინავი კი ოკუპირებულ ყირიმში დაეშვა.
  • ამერიკელი სამხედროების განცხადებით, შეჯახება რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ გამოიწვია.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი საკუთარ ბრალეულობას უარყოფს და ინციდენტის მიზეზად უპილოტო თვითმფრინავის მკვეთრ მანევრირებას ასახელებს.

დეტალები: პენტაგონის განცხადებით, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ამერიკული სადაზვერვო დრონის პროპელერს შეეჯახა.

  • მათი თქმით, მომხდარზე ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტი, რუსეთის ელჩი კი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
  • "რუსების ამ სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქმედებამ თითქმის გამოიწვია ორივე თვითმფრინავის ჩამოვარდნა. აშშ და ალიანსის თვითმფრინავები გააგრძელებენ ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. მოვუწოდებთ რუსებს, მოიქცნენ პროფესიონალურად და უსაფრთხოდ", — განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა, ჯეიმს ჰეკერმა.