ხუთი არასამთავრობო GPB-ის ეთერში წითელი ზონისა და ინტერVIEW-ს შენარჩუნებას მოითხოვს
ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელზე წითელი ზონისა და ინტერVIEW-ს შეჩერებას. ორგანიზაციების განცხადებით, რადიო თავისუფლების გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და მაუწყებლის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით ეჭვს აჩენს:
"წითელი ზონისა და ინტერVIEW-ს უაპელაციო დახურვის შესახებ მენეჯმენტის უკვე მიღებული გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ინტერესებს ნათლად აჩვენებს და მომავალში დაგეგმილი გადაცემების შერჩევის პროცესის პოლიტიზირების შესახებ შიშებს წარმოშობს. მიღებული თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არსებითად არყევს მაუწყებლის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას და მისი სატელევიზიო ბადიდან კრიტიკული გადაცემების გაქრობის შესაძლო ტენდენციაზე მიუთითებს."
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF); კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მოითხოვენ, რომ:
- შენარჩუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემები წითელი ზონა და ინტერVIEW;
- მაუწყებლის მენეჯმენტმა წარმოადგინოს კონკრეტული დასაბუთება და დეტალური არგუმენტაცია, თუ რა გახდა განსახილველი გადაცემების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების და სატელევიზიო ბადის შერჩევის შემდგომი პროცესი წარმართოს იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის პრინციპები და სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები.
ამავე თემაზე:
- ქარტია GPB-ის მოუწოდებს, გააგრძელოს წითელ ზონის და ინტერVIEW-ს ეთერში გაშვება
- საზმაუ ჩვენია - აქცია წითელი ზონისა და ინტერVIEW-ს მხარდასაჭერად
13 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სალომე ასათიანის ინტერVIEW და გოგი გვახარიას წითელი ზონა ივლისის შუა რიცხვებიდან აღარ გავა. მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსი, ია ანთაძე ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან მაუწყებლის ეთერში მხოლოდ კონკურსის წესით შერჩეული ან საკუთარი რესურსით დამზადებული გადაცემები მოხვდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ კი On.ge-ს უთხრა, რომ რადიო თავისუფლებამ მაუწყებლისგან ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შესახებ მიიღო წერილი, თუმცა გაგრძელდება თუ არა გადაცემები, გვიმრაძეს კონკრეტული პასუხი არ აქვს.
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები