5 რჩევა, რომელიც პირადი ფინანსების განკარგვაში დაგეხმარება
ცხოვრებაში ყველას ან უმეტესობას მაინც გვქონია მომენტი, როდესაც ხელფასმა მხოლოდ რამდენიმე დღეს "გაგვიძლო" და თვის ბოლოს მოუთმენლად ველოდებოდით. სწორედ მსგავსი მომენტების თავიდან ასაცილებლად არსებობს მრავალი კურსი თუ პროფესია. ამ სტატიაში პირადი ფინანსების მართვის ხელოვნებას შევაჯამებთ და მოგცემთ 5 რჩევას, რომელიც არა მარტო ფინანსების სწორ მართვაში, არამედ დაზოგვაშიც დაგეხმარება.
1. თვალი ადევნე და განსაზღვრე ხარჯები
ხარჯების კონტროლი ფინანსების სწორად განკარგვაში ერთ-ერთი საკვანძო და პირველი ნაბიჯია. თუ ყოველთვიურად ფიქსირებული ხარჯები გაქვს, ხარჯების მართვაც შედარებით მარტივი იქნება. თუმცა, თუ ხარჯები თვიდან თვემდე იცვლება, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მისი კონტროლი. ამაში ნაწილობრივ ისიც იგულისხმება, რომ გარკვეული ხარჯები უნდა შეამცირო კიდეც.
2. შეიმუშავე რეალური ბიუჯეტი
კი, რეალური ბიუჯეტი და არა ზოგადად ბიუჯეტი. ბიუჯეტს ხშირად ვადგენთ, გონებაში ვიაზრებთ ჩვენს შემოსავლებს და ხარჯებს, ვადარებთ, მაგრამ ეს რეალური ბიუჯეტი არ არის. ჩვენი მოლიდინები, რომ მიმდინარე თვეში ნაკლები ხარჯი გვექნება და მეტ თანხას დავზოგავთ, რეალობას ხშირად სცდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რეალურად შევხედოთ ჩვენს შემოსავლებს, ხელფასის ჩარიცხვის და ვალდებულებების დაფარვის დღეს და გასათვალისწინებელია სხვა მრავალი დეტალური საკითხი, რომელსაც ფინანსების მართვის დროს ვაწყდებით. ერთ-ერთი ასეთი დეტალია შემოსავლისა და ხარჯების ჩამოწერა, შემდეგ შედარება — სად ვხარჯავთ ყველაზე მეტს? როგორ შევამციროთ? როგორ გავზარდოთ შემოსავლები?
3. დროულად დაფარე ყველა ვალდებულება
ვალდებულებების "მოშორება" საკმაოდ მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი პროცესია. ერთ-ერთი მეთოდის თანახმად, თუ რამდენიმე ვალდებულება გვაქვს აღებული, უმჯობესია დავიწყოთ ყველაზე მცირეს დაფარვით, რაც შექმნის "აზარტს" და ეტაპობრივად ყველა ვალდებულება დაიფარება. მეორე მეთოდია, ვალდებულებების დასაფარად კონკრეტული თანხის გამოყოფა და ყველაფრის პროპორციულად დაფარვა.
4. დაიწყე დანაზოგების შექმნა
ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ დიდ შედეგამდე მისვლა შესაძლებელია. გაიხსენე, როგორ აღმოგიჩენია ტანსაცმელში ჩარჩენილი ხურდები მოულოდნელად, ან როგორ დაგრჩენია რამდენიმე ლარი საყიდლებიდან. ჰო, ზუსტად ამ თანხით იქმნება დიდი დანაზოგები. დანაზოგის დაგროვება საკმაოდ რთულია, თუ შენი შემოსავლები თითქმის მთლიანად საჭიროებებში იხარჯება. თუმცა, დასაწყისისთვის, ყველაფერი სწორედ ხურდების ყულაბაში გადანახვით უნდა დაიწყო. ეს დაგეხმარება დანაზოგის შექმნის ჩვევების გამომუშავებაში. მომდევნო ეტაპზე კი, შემოსავლის გარკვეული ნაწილი უფრო დიდი დანაზოგის შესაქმნელად უნდა გადადო.
5. ფული შენთვის ამუშავე და არა პირიქით
შეიმუშავე საინვესტიციო სტრატეგია. მას შემდეგ რაც დანაზოგი შექმენი, აუცილებელია, რომ ფულმა იმუშაოს შენთვის და არსებული დანაზოგი საკუთარ თავს ზრდიდეს. ამისთვის კი აუცილებელია ინვესტირება. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი კი სხვადასხვა კომპანიის აქციებში თანხის დაბანდებაა, თუმცა, ინვესტირების დაიწყებამდე, შენს თავს ეს სამი შეკითხვა უნდა დაუსვა.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ამისთვის საჭიროა ესტუმრო მობილბანკს, რომლის საშუალებითაც საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
კომენტარები