ქეთევან ქარდავა

8 Mar. 2023, 15:34

საქართველოს ეროვნული დროშა იქნება იქ, სადაც უნდა იყოს. ყველაზე საამაყო მომენტი და განცდაა. არაფერია იმაზე მეტად სასურველი, ევროკავშირი შენს გვერდით იდგეს, 27 ძლიერი მეგობარი ევროკავშირიდან, 30 ქვეყანა (მალე 32) გიმაგრებდეს ზურგს ნატოდან.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატობამდე და წევრობამდე ორივე ორგანიზაციაში, გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს ნამდვილ ევროპულ, ფერად და უსაფრთხო მომავალს მოუტანს. მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც ივნისში, ოქტომბერში, დეკემბერში ამაყად გვათქმევინებს, რომ გადავდგით ნაბიჯი წინ და მექნება პატივი გამცნობთ სტატუსის მიღება. სტატუსი არც საბოლოო მიზანია და არც ბოლო გაჩერება. მიზანი წევრობაა და ხმა იმ მაგიდასთან, სადაც ევროპის ბედი წყდება.

შესაბამისად, ყველა ვალდებულია, გააკეთოს მაქსიმუმი ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ვერც ექნება. ნებისმიერი ქმედება, ნაბიჯი, გადაწყვეტილება, ფიქრი, განზრახვა, რაც ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასდება ამ პროცესის შემაფერხებლად, მიუღებელია. ვალდებულები ვართ ჩვენი მთელი რესურსი, ენერგია, გამოცდილება და ცოდნა მოვახმაროთ მიზანს, რომელიც საქართველოს ეროვნული დროშის ევროპის ცენტრში აღმართვაა. ასეც იქნება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…