სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვა

6 Mar. 2023, 16:20

ამ კანონით დაზარალდება ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სამოქალაქო ჩართულობა, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი. ამით, რა თქმა უნდა, დაზარალდება საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ისედაც დაჩაგრული იყო, ვისი უფლებაც ირღვეოდა და ვისაც რესურსებთან ნაკლები ხელმისაწვდომობა ჰქონდა. 

რა თქმა უნდა, ძალიან გვაშინებს ეს კონკრეტული სიტუაცია. ზუსტად ეს ეხმარებოდა დაჩაგრულ ჯგუფებს: პროექტები, სხვადასხვა ფონდები, ორგანიზაციები. მე შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქ მარნეულში არის ერთ-ერთ სოფელი, სადაც ქალებმა იაქტიურეს, დაწერეს პროექტები და ფაქტობრივად, იმ ადამიანებმა ააშენეს თავიდან სოფელი. განვითარდა სოფლის მეურნეობა, რამდენიმე მათგანი მეწარმე ქალი გახდა, წარმატებული ადამიანი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მათთვის. 

მე ქვემო ქართლს წარმოვადგენ, ძირითადად ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის კუთხით და ძალიან ბევრს ვმუშაობ, როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამ სექტორის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ჩემი აქტივიზმი და ჩართულობაც დაკავშირებულია მსგავს პროექტებთან, დახმარებასთან. არაფორმალურმა განათლებამ მომცა ბევრი რამე, რომ უკეთესად ვიპოვო ჩემი ადგილი ქართულ საზოგადოებაში, უკეთესად უნდა ვიყო ინტეგრირებული ჩემს ქვეყანაში და მივიღო მონაწილეობა მშენებლობის პროცესში. რა თქმა უნდა, ეს დიდი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის და მე უბრალოდ არ მინდა, ჩვენი დაწყებული გზა, რომელზეც წლები აქტიურად ვმუშაობდით და სულ ვცდილობდი საზოგადოება დამერწმუნებინა, რომ ეაქტიურათ და ჩვენი ჩართულობა შეცვლიდა ბევრ რამეს, ახლა ძალიან ვნერვიულობ მაგაზე, რომ ჩვენი დაწყებული პროცესი შუა გზაში დარჩება და არ მინდა, რომ სხვადასხვა მოწყვლადმა ჯგუფებმა იმედი დაკარგოს ამ ქვეყანაში. 

განუცხადა სამოქალაქო აქტივისტმა On.ge-ის რუსული კანონის შეფასებისას. კანონპროექტები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტად შერაცხვაზე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
  2. ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორეხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
  3. აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
  5. მართვის მოწმობის აღება მარტივდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა ტიპის სახდელები ემუქრება პირს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის? — ალექსანდრე დარახველიძის განმარტება

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხად, რომ…