ვოლოდიმირ ზელენსკი

4 Mar. 2023, 18:36

უკრაინელი გმირები ყოველდღიურად სწირავენ სიცოცხლეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად. და ამიტომაა, რომ სამყაროს აქვს მკაფიო მორალური ვალდებულება ჩვენი ჯარისკაცების, თითოეული მათგანის მიმართ, ვინც ამჟამად ბრძოლაშია და იცავს თავისუფლებას.

ეს მოვალეობა არის და იქნება სამართლიანობის აღდგენა და ტერორისტული სახელმწიფოს და მისი ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა.

მადლობას ვუხდი უკრაინის ყველა პარტნიორს, თითოეულ ლიდერს, თითოეულ პოლიტიკოსს, დამხმარე სახელმწიფოს ყველა საზოგადო მოღვაწეს — იმისთვის, რომ დაინახეს ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი იხდის საკუთარი და ყველა ევროპელის თავისუფლებისთვის.

დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც აახლოებს ჩვენი ხალხის გამარჯვებას და შესაბამისს სასჯელს რუსული აგრესიის ორგანიზატორებისა და დამნაშავეებისათვის!

მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისა და ჩვენი ხალხის გადარჩენისთვის! დიდება უკრაინას!

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. დღეს უკრაინაში ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა ჩავიდა. ლიდერები ლვოვში კონფერენციას ესწრებიან, რომლის მიზანია ომის დანაშაულის ჩამდენ პირთა დასასჯელად იურიდიული ქსელის შექმნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…