უკრაინის არმიის განცხადებით, ბახმუტში თავდასხმები ჯერ კიდევ მოგერიებულია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ბახმუტი რუსებისთვის სიმბოლური მნიშვნელობის ქალაქიცაა, რადგან მის აღებას სრული ძალისხმევით არაერთი თვის განმავლობაში ცდილობენ.

  • რუსული დაქირავებული დაჯგუფების, ვაგნერის ხელმძღვანელი ამტკიცებს რომ ქალაქი ალყაშია. მან უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა ბახმუტიდან ჯარი გაიყვანოს.
  • დიდი ბრიტანეთის თავდაცვა აცხადებს, რომს ბახმუტი მზარდი და მკაცრი ზეწოლის ქვეშაა, რადგან უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქის მონაკვეთი სამი მხრიდან დაუცველია.

დეტალები: ბოლო 24 საათში რუსებმა აღმოსავლეთ დონეცკის რაიონს არაერთხელ შეუტიეს.

  • უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური, პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი, პარასკევს ბახმუტს ეწვია ბახმუტს ეწვია ფრონტის ხაზის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
  • უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვითარება აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე უფრო და უფრო რთულდება.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შესაჩერებლად არტილერია და ჭურვებია საჭირო.

  • აშშ უკრაინას დამატებით $400 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის ამოწურული საბრძოლო მარაგების შესავსებად.
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავს მაღალი სიზუსტის საარტილერიო რაკეტებს — Himars და ჰაუბიცებს.
  • ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონი კიევში აგზავნის წამალს ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის და აგრძელებს მსოფლიოს შეკრებას უკრაინის მხარდასაჭერად.
  • კიევის განცხადებით, დროის ფაქტორი გადამწყვეტია და მათ სჭირდებათ რაც შეიძლება მალე მიიღონ დაპირებული ტანკები და არტილერია.