თამრიკო ჭოხონელიძე

3 მარ, 2023

საფრთხე არის ერთი, ცალსახა და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის, რომ ჩვენ ისევ რუსეთის მონებად და გუბერნიად აღმოვჩნდებით, აი, ეს არის მთელი უბედურება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ასე იყოს. ვისაც როგორც უნდა, ისე შემედავოს, მაგრამ მე მგონია, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ფიქრობენ, რომ კიდევ რუსეთს უნდა დაუკავშირონ ჩვენი ბედი, ძალიან დიდ უმცირესობაში არიან. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ყვირის მათი დღევანდელი მდგომარეობა. იგივე თუნდაც პოლიცია, სამ რიგად რომ დგანან. ძალიან ხმამაღლა ყვირის მათი ფორმები, თორემ ნამდვილად არ არიან ბევრნი.

უკვე ისეთ ხალხი მოვიდა გონს, ვინც აბსოლუტურად მოწინააღმდეგე იყო ოპოზიციის. დღეს ქართულ ოცნებას, თუ არ ვიცი საერთოდ ამ გადაწყვეტილებას ჩაუდგა ოპოზიციაში. ძალიან ბევრი მოეგო გონს, რომ დღეს არ შეიძლება... დღეს ერთადერთი გამოსავალი არსებობს, რომ გავერთიანდეთ ყველა ერთი აზრით, რომ ცალსახად არ გვინდა ისევ მონობა, ცალსახად არ გვინდა ისევ გუბერნიად ყოფნა.

ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება, იგივე თუნდაც ეს კანონის სისულელეები, მგონია, რომ მიზანია, ვინც დღეს ხმას იღებს, დააშინონ, არ ამოაღებინონ, დაჭერით დაემუქრონ და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, ეს ყველაფერი რომ იმ საქართველოში ხდება, რომელსაც გამოვლილი აქვს 1801 წლიდან მოწყებული, 1937 წელი აქვს გავლილი და ყველაფერი უბედურება აქვს ნანახი, იმ საქართველოში ხდება დღეს ისევ იგივე.

საერთოდ რა შეიძლება რომ ვიწამო ამ ქვეყანაში. უკვე მართლა ძალიან რთულია ახალგაზრდას უთხრა, რომ ამ ქვეყანაში უნდა დარჩე და იცხოვრო, როდესაც ხედავ, რომ, ელემენტარულად, ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, რომელსაც მთავარი მოეთხოვება, კორექტულობა, რაც არ უნდა ოპოზიციას ხედავდეს და რაც არ უნდა არ მოსწონდეს კრიტიკული აზრი, ის კი არა, რომ ღირსეულად პასუხს სცემდეს ოპონენტს. არა, ცინიკურად, დამცინავად, დამაკნინებლად პასუხობს ყველა კრიტიკულ და საწინააღმდეგო აზრს. მე არ მინდა, ნამდვილად არ მინდა ასეთ ქვეყანას ვუყურებდე. ძალიან რთულია, მითუმეტეს, როცა შენი სისხლი და ხორცი გიკეთებს ამას, ყველაზე საშინელებაა. ისტორიულად გვაქვს ამის დიდი გამოცდილება, რომ საკუთარი სისხლი და ხორცი ასმენდა, დღეს ზუსტად იმავე რეალობის წინაშე დავდგებით, თუ ეს კანონი საბოლოო ჯამში შევიდა ძალაში. 

განუცხადა მომღერალმა On.ge-ის რუსულ კანონზე საუბრისას. კანონპროექტები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტად შერაცხვაზე ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ შეიმუშავა, მმართველი გუნდი კი მხარს უჭერს. მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პაპი ლეო XIV: მოვითხოვ დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლებას2594 ნახვა
  2. ლავროვი: ზელენსკი მოითხოვდა, რომ პუტინი პირადად ჩასულიყო — ჰო, საცოდავი ადამიანია2349 ნახვა
  3. "თუ არ იქნება საჩვენო პასუხი უსტარზე, "ადიოს იანკი" — ლალი მოროშკინა კობახიძის ღია წერილზე2317 ნახვა
  4. ეს არის თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე პრემიერმინისტრის მიერ გაგზავნილი წერილი1032 ნახვა
  5. ანკარაში პუტინმა არც ერთი მინისტრი არ გაუშვა — ვინ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში?982 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

12 კგ. მარიხუანა, 2 კგ. ჰაშიში — ბრიტანეთის ორსული 18 წლის მოქალაქე საქართველოს საზღვარზე დააკავეს

18 წლის ბრიტანელი სტუდენტი, ბელა მეი კალლი საქართველოს საზღვარზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აეროპორტში მისი ბარგიდან…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~