უკვე მეთექვსმეტედ — საცხებ-საპოხი მასალების კომპანია Shell მსოფლიო გამარჯვებას აღნიშნავს
ფოტო: Tegeta
უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია Shell ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება.
ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს საკონსულტაციო კომპანია Kline & Company, Inc, რომელსაც ქიმიკატების, ენერგორესურსებისა და ფართო მოხმარების საქონლის კვლევების მიმართულებით 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ავტორიტეტული კომპანიის კვლევის მიხედვით, Shell პირველ ადგილს ინარჩუნებს საცხებ-საპოხი მასალების სამივე კატეგორიაში. ესენია: ინდუსტრიული სექტორისთვის, სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის.
მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერი საქართველოში, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Transcaucasian Distribution Company უკვე 13 წელია, Shell-ის პროდუქციით, ქართულ ბაზართან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ამარაგებს.
ფოტო: shell
"დიდი ხანია Shell პირველობას არავის უთმობს, მაღალ ხარისხსაც ინარჩუნებს და მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციასაც სთავაზობს. წინა წელს ამიერკავკასიის მასშტაბით Shell-ის ბრენდის პროდუქციის რეალიზაციის კუთხით ისტორიულ რეკორდს მივაღწიეთ და სამ მილიონ ლიტრს გადავაჭარბეთ", — ამბობს გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი.
Shell-ის შემოსავლები გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში, კომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.
ბრიტანული კომპანია პრემიუმ ხარისხის საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს როგორც ინდუსტრიული სექტორისთვის, ისე სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის. Shell იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2019 წელს E-fluids-ების (ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სითხეები) პორტფოლიო გამოუშვა. ასევე პირველმა დაიწყო უნიკალური Gas To Liquids (GTL) ტექნოლოგიის გამოყენება საწვავისა და საბაზისო ზეთის წარმოებაში. GTL ტექნოლოგიით ზეთების წარმოების პროცესს Shell PurePlus Technology დაერქვა.
"ამ ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქცია იცავს და ხელს უწყობს ძრავის სისუფთავეს, უძლებს ექსტრემალურ ტემპერატურულ პირობებს. გარდა ამისა, ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას. GTL ტექნოლოგიის გამოყენებით Shell ბუნებრივ აირს უმაღლესი ხარისხის თხევად საბაზისო ზეთად გარდაქმნის, მაშინ როცა სხვა მწარმოებლები საბაზისო ზეთს ნედლი ნავთობისგან ამზადებენ", — აღნიშნავს გიორგი ყვავილაშვილი, Transcaucasian Distribution Company-ს დირექტორი.
გასულ წელს Shell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 24%-ით გაიზარდა და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიად აქცევს.
Shell გლობალური ავტოინდუსტრიის ლიდერი მწარმოებლების ტექნიკური პარტნიორია და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: BMW Motorsport, Scuderia Ferrari, Maserati, Ducati, Nissan, Hyundai Motorsport.
ფოტო: Tegeta
"Shell-ს ენდობიან სუპერქარები, შესაბამისად, მას შეიძლება, ენდოს ნებისმიერი მძღოლი. როგორც იცით, Scuderia Ferrari ყველაზე ტიტულიანი გუნდია ფორმულა 1-ის ისტორიაში და ერთადერთი ზეთი, რომელსაც იყენებს და რეკომენდაციას უწევს, არის სწორედ Shell Helix Ultra, დამზადებული GTL ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ Shell, ძრავის ზეთების გარდა, საწვავის მწარმოებელიც არის. მის საწვავს, Shell V-Power-ს, მოიხმარენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Ducati და Scuderia Ferrari", — აცხადებს ანა იობიძე, Transcaucasian Distribution Company-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.
ბრიტანული მწარმოებელი, რომლის საქმიანობაც საუკუნეზე მეტს ითვლის, ერთ-ერთი პირველი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტულია. კომპანიის მიზანია, 2050 წლისთვის წარმოადგენდეს ისეთ ენერგობიზნესს, რომელსაც ნახშირბადის ნულოვანი ემისია ექნება. გარდა ამისა, კომპანია ქმნის ეკომეგობრულ, ბიოდეგრადირებად შეფუთვებს და ქარხნებში განახლებად რესურსებს იყენებს.
ბრენდის რეპუტაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე, Shell-ის პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. TDC-ის დირექტორის თქმით, 2022 წელს Shell-ის ზეთები რეკორდული რაოდენობით გაიყიდა როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში. უკვე დაგეგმილია გავრცელების ქსელის გაფართოებაც და სამომავლოდ TDC ბრიტანული ბრენდის პროდუქციის წარდგენას ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც აპირებს
-
ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა ახალციხესა და ადიგენში უხვი ნალექის გამო მეწყერი ჩამოწვა და სოფელი დაიტბორა
გადახედვა
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას საია: ძალადობის წამხალისებელ კოორდინირებულ კამპანიებში დიდი როლი აქვს პრო-სახელისუფლებო მედიას
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
"გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე? "გასაიდუმლოებული ანგარიში, "ომის სამინისტრო", თავდაცვის ხარჯების 1.15 ტრილიონამდე ზრდა — რა წერია აშშ-ის კონგრესის NDAA აქტში საქართველოზე?
გადახედვა
-
"მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე "მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს" — ირაკლი კობახიძე ვახო სანაიას დაკავებაზე
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
კომენტარები