ბალანსი — პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე
ფოტო: ბალანსი
სანამ პროგრამა ბალანსის შესახებ დავიწყებდეთ საუბარს, ზოგადად ქლაუდ ტექნოლოგია და მისი ბენეფიტები მიმოვიხილოთ.
რა არის ქლაუდ ტექნოლოგია და როგორ მუშაობს?
დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ცოდნასა და ინფორმაციაზე ორიენტირებული ეკონომიკის ეპოქაში. ინფორმაცია არის აქტივი და ის, თუ როგორ ვაზიარებთ და ვიღებთ ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ჩვენი წარმატების ხარისხსაც. ინფორმაციის გაზიარების კუთხით ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ სფეროს განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი გარდამტეხი ღრუბლოვანი ტექნოლოგია — იგივე Cloud ტექნოლოგია გახლავთ. Cloud Computing & Technology გვეხმარება ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ფიზიკურ მოწყობილობებზე და ინტერნეტის გამოყენება შეუზღუდავად შევძლოთ. ქლაუდი არის ვირტუალური სივრცე, რომელიც არსებობს ინტერნეტში. ეს არის საცავი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ განათავსონ სხვადასხვა ციფრული რესურსები, მაგალითად, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები, ფაილები და ა.შ. ხშირად ქლაუდს და ინტერნეტს აიგივებენ ხოლმე, თუმცა ეს სწორი არაა — ქლაუდი ინტერნეტის მხოლოდ ერთი ნაწილია.
რა უპირატესობები აქვს ქლაუდს?
მეტი ტევადობა
ქლაუდ სივრცე არ შემოიფარგლება რომელიმე ფიზიკური მოწყობილობის ტევადობით. ეს არის განუსაზღვრელი რაოდენობის ვირტუალური საცავი — იყენებ იმდენს, რამდენიც გჭირდება და იხდი იმდენს, რამდენსაც იყენებ.
მასშტაბურობა
კომპანიებში ხშირად დგება ხოლმე ინფორმაციის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები. დასამუშავებელი მონაცემებისა და ინფორმაციის რაოდენობა და მოცულობა იზრდება, რამაც შეიძლება ფიზიკური სერვერების პირობებში წარმადობის პრობლემა შექმნას. ეს საკითხი არ დგას ქლაუდის დღის წესრიგში. თუ მომხმარებელი იყენებს ქლაუდ ტექნოლგიას და მეტი სივრცე დასჭირდა, ამისთვის მხოლოდ დამატებითი თანხაა საჭირო — უბრალოდ, იმდენ სივრცეს იმატებ რამდენიც გჭირდება. მომხმარებელი თავიდან ირიდებს სერვერების შეკვეთის, შეძენისა და ამუშავებასთან დაკავშირებულ ზედმეტ თავის ტკივილს — რაც თანხობრივადაც მეტი ჯდება და დამატებით ადამიანური რესურსი და დრო სჭირდება. ანალოგიურად, მომხმარებელს შეუძლია შეამციროს ქლაუდის სერვისი საჭიროებისამებრ. ამ მასშტაბურობას ტექ. სფეროში მოღვაწე ადამიანები "ოპერატიულ სისწრაფეს" უწოდებენ ხოლმე.
ხელმისაწვდომი ფასი
Cloud Computing ტექნოლოგია გამორიცხავს ფიზიკური სერვერების საჭიროებას, რაც ამცირებს კომპანიის კაპიტალურ ხარჯებს. გარდა ამისა, ქლაუდ ტექნოლოგია მომხმარებელს სთავაზობს Saas — Software as a service ტექნოლოგიასაც. ეს ნიშნავს, რომ იმ მცირე კომპანიებს, რომლებსაც მოღვაწეობის დასაწყისში დიდი თანხების გაღების ფუფუნება არ აქვთ, აღარ სჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა. ამის ნაცვლად, ასეთ კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ პროგრამული უზრუნველყოფა პარალელური გადახდის საფუძველზე — ე.წ Sunscribe მოდელი. ეს სისტემა იჯარას ჰგავს — პროგრამით სარგებლობ და შესაბამისად იხდი მხოლოდ მაშინ, როცა გჭირდება. პროგრამა ბალანსი სწორედ ამ მოდელს სთავაზობს მომხმარებელს — ეს არის საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე, ანუ მომხმარებელი იხდის ბალანსის ყოველთვიურ მინიმალურ გადასახადს და შესაბამისად სარგებლობს პროგრამით, ლოკალური ლიცენზიების შეძენის გარეშე.
ბალანსი — პირველი ქართული სააღრიცხვო სისტემა ქლაუდზე
ბალანსის ქლაუდ ვერსია უკვე 4 წელია, რაც ბაზარზეა და დღეს 800-მდე კომპანია სარგებლობს ამ სერვისით. იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის პროგრამასთან წვდომა მაქსიმალურად გამარტივდეს, ბალანსს აქვს ოფიციალური ვებგვერდი, სადაც მომხმარებელი თავს უყრის პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლისთვის იქმნება მისი პერსონალური კაბინეტი, სადაც ამატებს კომპანიას და ქმნის კომპანიის სივრცეს.
ფოტო: ბალანსი
კაბინეტიდანვე უკვეთავს და იწერს სასურველ ლიცენზიებს, აქვე იღებს ინვოისებს და ბარათით იხდის საფასურს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში მომხმარებელი პროგრამით სარგებლობას ყიდულობს. კაბინეტშივე ემატება სამუშაო ფინანსური ბაზა.
როგორ მუშაობს ბალანსი?
ორი სიტყვით პროგრამის შესახებაც მოგიყვებით. ბალანსი არ არის ტრადიციული საბუღალტრო პროგრამა, რომელშიც მხოლოდ ფინანსური ინფორმაციის დამუშავება და გატარება ხდება. ეს არის მინი ERP სისტემა — ანუ მასში გაერთიანებულია საბუღალტრო აღრიცხვა და ბიზნესის ყოველდღიური საოპერაციო ნაწილიც. მაგალითად, ავიღოთ მაღაზია: ბალანსი ინტეგრირდება მაღაზიის ყველა მოწყობილობასთან — სასწორი, პოს ტერმინალი და ა..შ. პროგრამას აქვს მოლარის სამუშაო წერტილიც — ე.წ. თაჩიანი "პოსი" — პროდუქტი ტარდება ბალანსის პოსზე. ამ დროს პროგრამა ავტომატურად ქმნის გაყიდვის ოპერაციას ბალანსის გაყიდვების მოდულში. გაყიდვის ოპერაციის შესაბამისად ავტომატურად იქმნება ბუღალტრული გატარებებიც — დებეტ/კრედიტი. ამასთან, გაყიდული პროდუქტი ავტომატურად ჩამოიწერება საწყობიდან.
მოკლედ, ერთი მოქმედებით რამდენიმე ავტომატური ოპერაცია ტარდება ბალანსში - ეს კი უზრუნველყოფს იმას, რომ ბუღალტერსაც და დირექტორსაც მაღაზიაში გაყიდვების შესახებ ინფორმაცია ლიავ რეჟიმში მიეწოდებათ. თან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პროგრამა არის ქლაუდზე - მომხმარებელი ნებისმიერი მოწყობილობიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში მიიღებს ამ ინფორმაციაზე წვდომას.
ვისთვისაა ბალასი?
დღეისათვის ბალანსის მომხმარებლები თითქმის ყველა ბიზნეს სფეროდან არიან წარმოდგენილები - სურსათი და ქსელური მაღაზიები, სასაწყობე მეურნეობები, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სწრაფი კვების ობიექტები და მზა პროდუქტები, საწარმოები, ავტონაწილების სავაჭრო ობიექტები, სამშენებლო კომპანიები და ა.შ.
კიდე რა სერვსისს სთავაზობს პროგრამა მომხმარებელს?
ქლაუდ ვერსიასთან ერთად, ბალანსს აქვს ლოკალური ვერსიაც, ანუ შესაძლებელია პროგრამის ლიცენზიის ყიდვა და კომპიუტერზე დაყენება. გარდა ამისა, ბალანსს ჰყავს ანალიტიკოსებისა და დეველოპერების გუნდი, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ: დანერგვის სერვისი — იმისათვის, რომ კომპანიის პროცესები პროგრამაში სწორად აეწყოს და როგორც ბუღალტრებმა, ისე საოპერაციო ნაწილში თანამშრომლებმა ეფექტურად იმუშაონ. ეს სერვისი მოიცავს ფინანსური ბაზის აწყობას, ნაშთების დასმას, ისტორიის დაწევას — ანუ მომხმარებლისთვის პროგრამაში მუშაობის დაწყების მაქსიმალურად გამარტივებას. თუ მუშაობის პერიოდში მომხმარებელს პროგრამაში განსაკუთრებული ტიპის რეპორტი ან სხვა დამატებითი ფუნქციონალი დასჭირდა ამისათვის ბალანსს ჰყავს დეველოპერების გუნდი. ამასთან, ბალანსის მომხმარებლებისთვის არსებობს პროგრამის შემსწავლელი ტრენინგი და ვიდეო ტუტორიალები.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
კომენტარები