გედევან ფოფხაძე

29 Jun. 2025, 12:46

"პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რეალურად არ დავინახავთ ამ პროტესტის მიმართ საზოგადოების და რეჟიმის დამოკიდებულებას. ჩვენ ვაპროტესტებთ რეალობას, რომელიც შეიქმნა, მაგრამ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ამ ფორმით რეჟიმის ქმედებების გაპროტესტება ერთგვარად ქმნის პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის დამოკიდებულების სტანდარტს, რაც ხდება. ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ჩვენ ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით. თუ რეჟიმი რაღაც გარდაუვალი მოცემულობაა, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი დამოკიდებულებით უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ერთიანი და შეკრული იქნება. ოპოზიციური სპექტრი დაუპირისპირდება ამ გამოწვევებს, რაც დღეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აქვს, გუშინ მაღალი წნევა ჰქონდა. არ მგონია, რაიმე საფუძველი იყოს იმის, რომ ამის გამო შევწყვიტოთ აქცია. თუ აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  3. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  4. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  5. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ