"უნდა მოგილოცოთ ის, რომ 7 თვე შეუსრულდა უწყვეტ პროტესტს. ვერაფერი გაუკეთეს პროტესტს, ვერანაირად ვერ დაშალეს, ვერანაირად ვერ შეასუსტეს. 7 თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ეს ვითომცდა ძალიან ძლიერი რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად იმუქრება, ვერც დააშინა და ვერც დაშალა. 7 თვეა გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეთ თქვენ. მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ციხიდან გვიყურებენ. ვიქნებით აქ, სანამ ისინი არ გამოვლენ, სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება. მე მინდა, მათ ჩვენი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა გადავცე. ეს რადგან არ ეყოთ, შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე, მაგრამ ამანაც ვერავინ შეაშინა და მინდა მათაც გადავცეთ დღეს ჩვენი ყველასი სოლიდარობა.
რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველასი აქ ერთად დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის მხოლოდ ერთი — ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. გეგმა არის ერთობა და ხვალ, ზეგ გეგმა იქნება ერთობა, სანამ ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა და შედეგი არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა. სრული უნდობლობა აქვთ ერთმანეთში. ვიღაცის ჩამოშორება. რაღაც წმენდები გაუგებარი, კორუფციაზე თემის წამოწევა, რომ კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ. ეს არის კლასიკური დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპი და რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ სჭირდებათ რომ გამოაჩინონ ვითომც რაღაც ძალა.
...ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას, არა უშავს, ესეც აღარ გამოუვათ, რადგან არაფერი გამოუვათ, თუკი ჩვენ ვიქნებით ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობით ბრძოლა, ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი, ამაში ვერავინ ვერ შეიტანს უთანხმოებას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ამას ვერ ვუძლებთ. გასაგებია, სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს და ამ აზრებს შორის დისკუსია, მაგრამ მე თუ მეკითხებით, ნუ მეკითხებით, იმ შემოგდებულ თემაზე, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი: სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით, მე რა ამბიცია მაქვს, მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით, სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება თქვენი, ჩვენი ყველასი ერთობა, მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მგონი, რომ ჩვენ ყველას ერთად კარგად გვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ. ვერ შეძლებენ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და დავძლევთ, კიდევ რამდენიმე დღეებს თუ კვირებს, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ".
კომენტარები