Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე
ფოტო: Amnesty International
ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი (გივი) თარგამაძის დაპატიმრება მწვავედ გააკრიტიკა კრივოშეევის თქმით, ეს ხელისუფლების მცდელობაა საკანონმდებლო და საპოლიციო ბერკეტების გამოყენებით კრიტიკოსები გააჩუმოს.
გივი თარგამაძეს 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კრივოშეევის თქმით, ამ კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომისიამ პოლიტიკური დევნის იარაღად გადაქცევა დაიწყო და ლეგიტიმური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენება, განსაკუთრებით ადგილობრივ არჩევნებამდე. მან ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებების სერია, რეპრესიული კანონები და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის მცდელობები დაგმო.
კრივოშეევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მშვიდობიანი პროტესტის დასჯა, გაათავისუფლოს დაკავებული ოპოზიციონერები და დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
"ის [კომისია] გახდა პოლიტიკური რეპრესიის ინსტრუმენტი და არა საპარლამენტო კონტროლის, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების ადგილობრივი არჩევნების წინ დაკავებისთვის. მმართველი პარტიის მიერ საპარლამენტო სტრუქტურების ბოროტად გამოყენება კრიტიკოსების მიმართ, უფრო ფართო რეპრესიების ნაწილია, რაც მოიცავს აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების თვითნებურ დაკავებას და დევნას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩახშობას რეპრესიული კანონმდებლობითა და უკანონო მოთხოვნებით.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე და მომიტინგეებისა და პოლიტიკური აქტივისტების მიზანში ამოღება და გაათავისუფლოს გივი თარგამაძე და ოპოზიციის კიდევ ექვსი წევრი, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ციხეში ჩასვეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი პრაქტიკა, რომელიც არღვევს საერთაშორისო ადამიანის უფლებებს. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას და უზრუნველყოს ქვეყანაში ყველას ადამიანის უფლება," — ვკითხულობთ Amnesty Georgia-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევის განცხადებაში.
ცნობისთვის, გივი თარგამაძე არის მერვე ოპოზიციონერი ფიგურა, ვინც ამ პროცესების ფარგლებში დააკავეს, და მეხუთე, რომელმაც პატიმრობა მიიღო. ახლახან შვიდთვიანი სასჯელები დაეკისრათ გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს — რვათვიანი. ყველა მათგანს ორი წლით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ასევე დაკავებულები არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი.
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა
- გივი თარგამაძე ამბობს, რომ მისი დაკავება რუსეთის დაკვეთაა
- დასავლელი პოლიტიკოსები ოპოზიციის 6 ლიდერის დაკავების გამო "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ
- ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი 2 წლის წინანდელ, სამეზობლოში ჩხუბის საქმეზე წარუდგინეს
- გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს
- ნიკა მელიას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პატიმრობა შეუფარდა
- ნიკა მელია დააკავეს
- გირაოს გადაუხდელობისთვის ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები