მოისმინეთ: შავი პრინცის ცნობილი ჰიტის Tamada-სეული ვერსია
ფოტო: Tamada/FB
მუსიკალური პროექტი Tamada მსმენელს შავი პრინცის სიმღერის — მე ქუთაისელი ვარ — ახალ ვერსიას სთავაზობს. მუსიკოსის გულშემატკივრებს ეს სიმღერა, შესაძლოა, ლაივ კონცერტებიდან გეცნოთ, ხოლო მათთვის, ვისაც სიმღერის Tamada-სეული ვერსია ჯერ კიდევ არ მოგვისმენია — სტუდიური ვერსიაც შემოგვთავაზა. ახალ სინგლთან დაკავშირებით კომენტარი Tamada-ს ვთხოვეთ:
"შავი პრინცის ეს სიმღერა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ძალიან ბევრ, კარგ მოგონებასთან ასოცირდება, ამიტომ შარშან, სპონტანურად, დავიწყე სიმღერის ლაივ კონცერტებზე შესრულება და ძალიან ბევრმა მსმენელმა მთხოვა, რომ მისი სტუდიური ვერსია გამომეშვა", — ამბობს On.ge-სთან მუსიკოსი ლაშა ჩხაპელია.
სიმღერის მოსმენა როგორც იუთუბზე, ასევე Spotify-სა და BandCamp-ს მუსიკალურ პლატფორმებზე არის შესაძლებელი.
მუსიკოსი გვიყვება, რომ 4 ივლისს შავ პრინცს 54 წელი შეუსრულდებოდა და ეს სიმღერა მისი მხრიდან ერთგვარი მიძღვნაა.
"მინდა, რომ ყველა თანხა, რაც სტრიმებით შემოვა, მის ოჯახს გადავცე... არ მინდა, რომ ეს "ქველმოქმედება" იყოს, ეს უბრალოდ ჩემი სურვილი და ერთგვარი საჩუქარია მისი დაბადების დღისთვის", — გვეუბნება მუსიკოსი.
ფოტო: Tamada/FB
როგორც ლაშა ჩხაპელია განმარტავს, სიმღერა Organic House-სა და შედარებით მშვიდი რეივის სტილშია, თუმცა ძალიან ჰგავს ორიგინალ ვერსიას.
"თვითონ ჟღერადობა ჩემებურად არის გაკეთებული, ვერ გავკადნიერდი, რომ თვითონ რეპი შემესრულებინა, იმიტომ, რომ ყოველი რეპერის სათქმელი ძალიან პირადულია და თვითონ შავი პრინცის სიტყვები მხოლოდ sample-ბად გამოვიყენე", — ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ Tamada — მუსიკოსი ლაშა ჩხაპელიას, მუსიკალური პროექტია, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ორ მუსიკოსს, სოლისტ ლაშა ჩხაპელიასა და გიტარისტ ლექსო რატიანს აერთიანებს. Tamada-ს ჩამოყალიბებამდე სოლისტი ბერლინის სხვადასხვა კლუბში უკრავდა და, მოგვიანებით, გადაწყვიტა, რომ ელექტრონული მუსიკა ქართულ ფოლკლორთან ერთად გაეერთიანებინა.
მისმა პირველმა EP-იმ დღის სინათლე 2020 წელს იხილა და მალევე მოიპოვა პოპულარობა.
ფოტო: Khatuna Khutsishvili
ლაშას რამდენიმე საინტერესო კოლაბორაცია აქვს დაგეგმილი, მათ შორის მუსიკოს El Búho-სთან.
ვინ არის El Búho ?
რობინ პერკინსი, იგივე ელ ბუჰო — ინგლისელი მუსიკოსია. მისი ჟღერადობა აერთიანებს Dub-ს, IDM-სა და ელექტრონულ მუსიკას, ლათინური ამერიკის ფოლკლორის ელემენტებით.
ფოტო: El Búho/FB
Tamada გვიყვება, რომ მათ არაერთი კონცერტი აქვთ ერთად ჩატარებული და თითქმის წელიწად-ნახევარია ახალ სიმღერაზე მუშაობენ, რომელიც მალე გამოვა.
"ვგეგმავთ რამდენიმე სინგლის გამოშვებას. ერთ-ერთი სინგლი იქნება სომხურ მოტივებზე, რომელიც არის კომიტასისგან (მე-19 საუკუნეში მცხოვრები მუსიკოსი მღვდელი) არის შთაგონებული, ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა, მსმენელი მას ივლისის ბოლოსკენ მოისმენს", — ამბობს On.ge-სთან მუსიკოსი ლაშა ჩხაპელია.
ლაშამ ასევე გაგვიზიარა, რომ ის კონცერტებს ზაფხულში, ბათუმში გეგმავს, მოგვიანებით კი ამერიკისა და ევროპის ტურს დაიწყებს.
ვემზადებით ახალი მუსიკის გამოსაშვებად და მუსიკალური კლიპის გადასაღებად, შემდეგი წლისთვის კი Tamada-ს რებრენდინგს ვგეგმავთ
-
ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები ძაღლებს "მგლობა" ბოლომდე არ დაუკარგავთ — გენეტიკური კვლევის შედეგები
გადახედვა
-
ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო? ტესტი: შეგიძლია თუ არა ამოიცნო უსაფრთხო სათამაშო?
-
საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ საფრთიხისშემცველი სათამაშოები და 2 სიმბოლო, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სანამ სათამაშოს შევიძენთ
-
მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის მძიმე დაზიანებას სიგარეტის იშვიათად მოწევაც კი იწვევს მასშტაბური კვლევის თანახმად, გულის მძიმე დაზიანებას სიგარეტის იშვიათად მოწევაც კი იწვევს
გადახედვა
-
RSF: ვგმობთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას RSF: ვგმობთ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაშინებას, შევიწროებასა და სამართლებრივ დევნას
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა რა მოხდება, თუ ადამიანის სხეულში პაწაწინა შავი ხვრელი გაივლის? — ფიზიკოსის ახსნა
გადახედვა
-
ქართველმა მსახიობებმა ლონდონის თეატრ The Cockpit-ში ნინი უგულავას პიესა Waiting for Godart წარმოადგინეს ქართველმა მსახიობებმა ლონდონის თეატრ The Cockpit-ში ნინი უგულავას პიესა Waiting for Godart წარმოადგინეს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო ნინო წილოსანი: 2008 წლის უმძიმესი ომის პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო
გადახედვა
-
დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება, ყველა ოჯახი მადლობელია, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? დავით მათიკაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება, ყველა ოჯახი მადლობელია, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა?
გადახედვა
-
ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
გადახედვა
-
პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესში ცვლილებები შედის
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ — "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი" სჯობს დაამატონ "მე ვარ იდიოტი" მიხეილ სააკაშვილი: როცა საჯარო სივრცეში საუბარს იწყებენ — "მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი" სჯობს დაამატონ "მე ვარ იდიოტი"
გადახედვა
-
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
-
უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო უპრეცედენტო შეთავაზება სატვირთო და სპეცტექნიკის მფლობელებს თეგეტა ბიზნესისგან — Black Friday-ს კვირეული დაიწყო
-
პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ", რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ", რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება
გადახედვა
-
TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს TikTok-სა და მოკლე ვიდეოებს ხშირად უყურებთ? — მასშტაბური კვლევა რისკებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ნუ მიატოვებ სურვილებს — აისრულე თიბისი განაწილებით ნუ მიატოვებ სურვილებს — აისრულე თიბისი განაწილებით
-
EAGLE HILLS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის EAGLE HILLS-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
გადახედვა
-
აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში! აირჩიე ის, რაც ჩაიფიქრე — 24%-მდე ფასდაკლება მეტროპოლის პროექტებში!
-
ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება ზურაბ ეზუგბაია: ერთჯერადი ჭიქები, თეფშები, დანები, საწრუპები და ასეთი სეგმენტის სხვა ნივთები აკრძალული იქნება
გადახედვა
-
თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში თუ გსურს გახდე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი, დაესწარი ონლაინ ვებინარს და გაიგე მეტი როგორ მოიპოვო სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება 21 უნივერსიტეტში

კომენტარები