სამინისტროს ცნობით, დაკავებულები 1984, 1991 და 1990 წელს დაბადებული პირები არიან და ისინი თბილისსა და ქუთაისში აიყვანეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების ცნობით, დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ტურისტული კომპანია შექმნა, რომელიც აშშ-ში საქართველოს მოქალაქეების უკანონო გამგზავრებასა და დარჩენას უწევდა ორგანიზებას, ხოლო ორი პირი ამ კომპანიაში მუშაობდა.

  • გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები წასვლის მსურველებს, თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციის უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით, აშშ-ის საზღვართან მიჰყავდათ, იქიდან კი საზღვარზე უკანონოდ გადადიოდნენ.

დეტალები: უწყებაში ამბობენ, რომ ჩატარდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რის შედეგადაც, უკანონო ქმედებები დადასტურდა.

  • მათი თქმით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ფული, დოკუმენტები, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები.
  • გამოძიება სსსკ-ის 334-ე სეკუნდა მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით, უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და ორგანიზებას გულისხმობს.
  • დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.