ირაკლი კობახიძე

16 Feb. 2023, 15:48

ჩვენ დავარბილეთ და საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.[...]

შეიძლება, ნედ პრაისს აქვს წაკითხული რუსული კანონი. შეიძლება, დაინტერესდა ამით. მე ნამდვილად არ ვკითხულობ რუსულ კანონებს. ეს ინტერესი, უბრალოდ, არ მაქვს. [...]

თუ საუბარია იმაზე, რომ არ ჰგავს ეს კანონი ამერიკულ კანონს, მაშინ უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. მე მგონია, რასაც ვუყურებ, მე დამცველად ვერ გამოვდგები ამ კანონის, ამ ეტაპზე. იმიტომ, რომ ჩემი პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული ამ კანონის გარშემო, მაგრამ... რაც შეეხება თვითონ შედარებას, მე რაც მაქვს წაკითხული, ეს კანონპროექტი, რაც ინიცირებულია ხალხის ძალის მიერ, არის ბევრად უფრო რბილი, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი.

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ნედ პრაისის განცხადებას ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე. პრაისმა თქვა, რომ კანონპროექტი შემაშფოთებელია და ის დაღს დაასვამს და გააჩუმებს საქართველოში დამოუკიდებელ ხმებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ერთგულები არიან საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობის მიმართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…