ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს მოქალაქეს მაშველები ჰათაის პროვინციაში ეძებენ.

  • სტიქიას საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან 3 უკვე გადასვენებულია საქართველოში.
  • დღეის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 605-ს მიაღწია.

დეტალები: თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ცნობით, ის თურქეთში, სტიქიის ზონებში იმყოფებოდა.

  • ელჩმა ქართველი მაშველების შტაბი მოინახულა.
  • ათეულობით საქართველოს მოქალაქემ სტიქიის ზონა უკვე დატოვა, თუმცა, ელჩის განცხადებით, არიან ისეთები, ვინც ადგილზე დარჩენას ამჯობინებენ და არ ტოვებენ თავიანთ დამსაქმებელ ოჯახებს.