მამუკა მდინარაძე

10 Feb. 2023, 00:51

აქაც საკუთარი კომპლექსების რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის და, ამ შემთხვევაში, უფრო ნაკეთები განცხადებები და ამ კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობასთან გვაქვს საქმე ქართული ოცნების ხარჯზე. რა შუაში იყო ან ის გამოსვლა, ან ის რუსული ნარატივი. როგორ შეიძლება ჩაჯდე ამ ხალხის ტრენდში, რომელიც ასე უარგუმენტოდ ისვრის რუსული, რუსული, რუსული და უბრალოდ სჯერათ პიარის იმ წესის, რომ თუ ათასჯერ იტყვი, მიეკერება ეს იარლიყი ვიღაცას. და ქართულ საზოგადოებას ცოტა შეხედონ, გაზრდილია ეს საზოგადოება. პრეზიდენტი ტრენდში ჩაჯდა, მეტი არაფერი არ ხდება. ტრენდში ჩაჯდა. [...]

ტრენდის აყოლაში არიან მოწყვლადი ადამიანები, საქართველოს პრეზიდენტი რომ აღმოჩნდება მოწყვლადი, ეს ცუდია, მაგრამ იმის იქით არ წავიდეთ.

ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან, რაც ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას და ამის არც ახსნა, არც გაგება შეუძლია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…