მამუკა მდინარაძე

2 Feb. 2023, 01:23

საქართველოს ხელისუფლების ორჭოფობა არაფერ შუაშია, პირდაპირ გეუბნებით. რაღაც რომ იყოს დამოკიდებული საქართველოს ხელისუფლებაზე, რაღაც თანხმობა, უარი ან ა.შ. ეს შეიძლება უფრო რელევანტურად განგვეხილა, ამ კონტექსტში ეს თემა [ფრენების აღდგენა], მაგრამ ეს გადაწყვეტილება იყო ცალმხრივად მიღებული თავის დროზე და იყო პრაქტიკული სანქცია და დღესაც ეს სანქცია ადევს რუსეთის მხრიდან საქართველოს და ახლაც ცალმხრივად გადასაწყვეტია. 

ანუ აქ საორჭოფო არაფერია. როდესაც მათ განაცხადეს ამის შესახებ [ფრენების აღდგენაზე], მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა, ამით ძალიან სპეკულაციურად ესარგებლათ ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ ამაზე თამამად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ვთქვით, რომ ჩვენ, კი ბატონო, მივესალმებით კიდევაც თუ ჩვენს მილიონამდე თანამოქალაქეს გზა გაეხსნება, რომ ასე შემოვლით არ იარონ თავის ქვეყანაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია, მაგრამ ეს არ არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე.

სანქცია იყო დადებული თავის დროზე მათი მხრიდან და მათივე მხრიდან გადასაწყვეტი საკითხია, დანარჩენი ყველაფერი არის ზედმეტია. აბსოლუტურად არანაირი ბერკეტი საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებაზე არ აქვს. შეგვიძლია, ვიხუმროთ კიდევაც, ტანგო და რაღაც. მაშინ სოლო იყო საჭირო და ახლა რატომ გახდა მაინცდამაინც დუეტი, ვერ მივხვდი, ეს ხუმრობით, მაგრამ გადაჭარბებულია მოლოდინი იმის შესახებ და არასწორია, რომ რაღაც საკითხი არის დამოკიდებული საქართველოზე, არაფერი საქართველოზე არ არის დამოკიდებული ამ შემთხვევაში...

მათ შეუძლიათ, აღადგინონ ფრენები, თანხმობა-არ თანხმობაც არ სჭირდებათ ჩვენი. არაფერი არ სჭირდებათ. შეუძლიათ, ეს სანქცია მოხსნან. სანქციის მოხსნას როდის იყო, თანხმობა სჭირდებოდა?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  2. მიხაილ შვიდკოი: სტურუას "ვეფხისტყაოსნის" ნახვის ცდუნება იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ვიზიტის ამას დავამთხვიე
  3. რა ვიცით ქართული პასპორტის მქონე კაცზე, რომელმაც პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი მხატვარი მოკლა?
  4. მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა
  5. დუმაში აცხადებენ, რომ დროა სერიოზული ომი დაიწყონ უკრაინასთან

გირჩევთ

ახლა კითხულობენ