ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უწყების განმარტებით, ბრალდებულს, 1997 დაბადებული პირს, შეკვეთილი მკვლელობისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

  • დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დეტალები: შსს-ს ცნობით, პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი.

  • უწყების განმარტებით, ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.