ვოლოდიმირ ზელენსკი

27 Jan. 2023, 01:12

ვაფართოებთ ჩვენს სატანკო კოალიციას — არსებობს კანადის შესაბამისი გადაწყვეტილება და მადლობელი ვარ ამისთვის. ჩვენ უკვე გვყავს 12 ქვეყანა ჩვენს სატანკო კოალიციაში.

დღეს, უკრაინისთვის მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ჩვენი მეომრების პროფესიონალიზმის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ რუსული რაკეტების და შაჰედების უმეტესობის ჩამოგდება.

ეს ნიშნავს სულ მცირე ასობით ადამიანის გადარჩენას და ათობით ინფრასტრუქტურული ობიექტის შენარჩუნებას. [...]

სამწუხაროდ, 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის საშუალებით რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტერორისტები ბალისტიკურ რაკეტებს იყენებენ.

დღეს იყო რაკეტების დარტყმები. სამწუხაროდ არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს და მეგობრებს...

რუსული ტერორი მოითხოვს ასიმეტრიულ პასუხებს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ძალების ახალი მოძრაობა ფრონტზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტერორისტების სახმელეთო ძალების დამარცხება.

რასაც არ უნდა გეგმავდნენ რუსი ოკუპანტები, ჩვენი მომზადება უფრო ძლიერი უნდა იყოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…