POSTV-ის ჟურნალისტმა ქუჩაში ლევან ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
ფოტო: რესპუბლიკური პარტია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ნათია ბერიძე პროსახელისუფლებო და ანტიდასავლური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის მედიის, POSTV-ის ჟურნალისტია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მას შემდეგ რაც ლევან ბერძენიშვილმა მეფე ერეკლეს შესახებ ისაუბრა, მის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო.
- ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას კოორდინირებული სახე აქვს.
- იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ბერძენიშვილს აკრიტიკებდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.
- რამდენიმე თვის წინ დეპუტატ სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ, როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თქვა: "შენ და შენი ძმა, ჩვენს წმინდას როგორ აგინებთ".
დეტალები: ნათია ბერიძემ ვიდეო, როგორ მიდის ბერძენიშვილთან და როგორ აყენებს მას შეურაცხყოფას, თავადვე გაავრცელა.
- "ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ", — ეუბნება ბერიძე ქუჩაში ბერძენიშვილს "მთელი საქართველოს" სახელით.
- მას შემდეგ, რაც ბერიძემ ვიდეო გაავრცელა, ერთ-ერთმა პროსახელისუფლებო ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ, დაწერა, რომ ჟურნალისტის ქმედება "გულწრფელი და უშუალო" იყო.
- ბერძენიშვილი აბაშიძემაც შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენია: "ლევან ბერძენიშვილი და ყველა ის, ვინც ებრძვის საქართველოს, მის ისტორიას, ტრადიციებს, ფასეულობებს, ეკლესიას, სახელოვან ხალხს არის არაკაცი და სამარცხვინო!"
კონტექსტი: 15 იანვარს ყვარლის ევრო-ატლანტიკურ ცენტრში ლევან ბერძენიშვილს ძალადობრივი ჯგუფები პიკეტით დახვდნენ და ლექციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
- შეკრებილები ამბობდნენ, რომ "ერეკლე მეფის მოღალატედ შერაცხველი" კახეთში არ ელოდნენ.
- როგორც ბერძენიშვილი ფორმულასთან ამბობს, ალტ-ინფოს ჟურნალისტმა მას უთხრა, რომ ეს პირები პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური დაჯგუფების, ალტ-ინფოს წევრები იყვნენ.
- DRI-ის შეფასებით, მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია.
- ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართალდამცავების განზრახ უმოქმედობამ ხელი შეუწყო მოძალადე ჯგუფებს, მიეღწიათ მიზნისთვის და შეეზღუდათ ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება.
-
ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა ვუთხარი პოლიციას, წაეღოთ იარაღი, წაიღეს და უკან დააბრუნეს — ვაკეში სროლაში ბრალდებულის დედა
გადახედვა
-
სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა სამტრედიაში რკინის კონსტრუქციის ჩამოშლას ახალგაზრდა ემსხვერპლა
გადახედვა
-
"ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო "ბინძური ტყუილია" — გიორგი სიორიძე უარყოფს, რომ ვაკეში სროლაში ბრალდებული "ლელოს" წევრი იყო
გადახედვა
-
კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა კოალა გადაშენების პირას ავსტრალიაში ადამიანის გამოჩენამდეც იდგა — კვლევა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს ტბა რუკაზე მდებარეობით
-
შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა" შეიძლება ჩვენი გალაქტიკა ოდესღაც "გვერდზე გადაბრუნდა"
გადახედვა
-
მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს მალხაზ მაჩალიკაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
გადახედვა
-
ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა ქალი ზედმეტი სიხარულისგან კინაღამ გარდაიცვალა — იშვიათი სამედიცინო შემთხვევა
გადახედვა
-
მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა მაიმუნების გეომეტრიული ინტუიცია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისას ჰგავს — კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად დიდხანს შეგვიძლია ვიცოცხლოთ
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის შემდეგი პოდკასტი: როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რა საიდუმლოებებს ინახავს ის
-
ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ბერძენი ავტორი ერთი ფრაზით
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
-
ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე
გადახედვა
-
10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება 10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება
გადახედვა
კომენტარები