მე ამ ამბავს შევესწარი უკვე ბოლო ნაწილს. მაღაზიიდან გამოვედი და როცა გამოვედი, დამხვდა სურათი, რომ მოდიოდნენ ადამიანები... იძახდნენ, რომ გაიქეცი და დაწექი და მივხვდი, რომ რაღაცა ისე არ იყო. ჩავედი მაღაზიაში, გოგონას ვუთხარი, რომ გაქცეულიყო, ან დაწოლილიყო. ისროდნენ და ვეღარ მოვასწარი, მაღაზიასთან ტყვია მომხვდა ფეხში და ჩემ თანამშრომელს მოხვდა თვალის არეში. ასევე ჩვენთან ერთად დაიჭრა მესამე ადამიანი, რომელიც გამვლელი იყო და უბრალოდ, თავის შეფარება უნდოდა.[...]
განურჩევლად ყველას ესროდა, კი. იმიტომ, რომ როგორც კი პოლიცია მოვიდა და გადმოვიდა მანქანიდან, ეგრევე ეგრევე განახორციელა პოლიციის მიმართ სროლა, სასწრაფოც ამიტომ ვერ გამოვიძახეთ. იქ მოსული სასწრაფოს თანამშრომელი სიკვდილისთვის იყო განწირული.
კომენტარები