ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

29 Dec. 2025, 12:09

"ადამიანურად ჩემთვის ძალიან რთული და გულდასაწყვეტია, რაც ალეკოს გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, მე ვიყავი მასთან საკანში, ის მეექვსე პენიტენციარულ დაწესებულებაშია. ადგილზე გავეცანი მისი პატიმრობის პირობებს. მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს.

ამასთან, მინდა საზოგადოებას არ დარჩეს განცდა, თითქოს ალეკოს საქმეს, ვინაიდან ის ჩემი მეგობარია, განსაკუთრებულად ვეკიდები. ჩემთვის არცერთი მსჯავრდადებული და ბრალდებული არ არის არც ალეკოზე ნაკლები და არც მეტი. ყველას მიმართ თანაბრად ვავრცელებ ჩემს უფლებამოსილებას. ალეკოს მონახულების პარალელურად მეექვსე დაწესებულებაში სხვა პატიმრებიც მოვინახულე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზეც მქონდა კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციასთან.

პატიმრების მიმართ სახალხო დამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს თანასწორი, არ შეიძლება სახალხო დამცველს ფავორიტი ან პრივილეგირებული პატიმრები ჰყავდეს, პირადი შეხედულებით იხელმძღვანელოს. ეს სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს მათშიც და საზოგადოებაშიც".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ