სუს: ბაჩანა ახალაიას მოგონილი ამბავი "მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე" ამორალურია
27 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ახალაიამ პროცესზე განაცხადა, რომ მას მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ — წინააღმდეგ შემთხვევაში მეუღლის დაჭერით და 13 წლის შვილის "დაობლებით" ემუქრებოდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ბრალდებულის აღნიშნული განცხადება "ამორალური მოგონილი ამბავია". უწყების განცხადებით, ახალაიას ეს ქმედება "მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს" და ამ გარემოებებს გამოძიების დროს გაითვალისწინებენ.
"ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი "მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე".
სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს — მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც. ბაჩანა ახალაიას იქვე, მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება-არაღიარების მიუხედავად თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტკონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოერიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი. მიუხედავად ამისა, მან ჩვენების მიცემაზე და ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე განაცხადა უარი, რის შემდეგაც, პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ანნა ნადარეიშვილი მაინც გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და გამოძიებას მომავალში ემსჯელა მისი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.
ახალაიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, განსაკუთრებით მისი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი სამართლებრივი და მორალური სტანდარტით მოქმედება მუქარად წარმოაჩინოს, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში," — განაცხადა სუს-მა.
27 დეკემბერს ბაჩო ახალაიას სხდომა დაიხარუა, სხდომის დახურვამდე ბაჩო ახალიამ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ სუს-ში უთხრეს, რომ თუ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას და სხვების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა, მის ცოლს დაიჭერდნენ და შვილს 10 წლით ობლად დაუტოვებდნენ.
"დახურვასთან და გაძევებასთან დაკავშირებით ვიტყვი პოზიციას, არ შეიძლება?
რატომ უნდა დაიხუროს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? რა უნდა იყოს მიზანი იმისა, ადამიანები რომ არ მოვიდნენ და არ გაიგონ ვინ არის დამნაშავე, ვინ არ არის დამნაშავე, რაშია საქმე, რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს? უბრალოდ, ლოგიკას ვერ ვხედავ ამაში. ადამიანურ ლოგიკას გაძევებაშიც ვერ ვპოულობ, გაძევებაა თუ… ვერ გავიგე, ჩემი მეუღლე არის ბრალდებული თუ არ არის. გასულია დარბაზიდან, არ არის. ახლა საერთოდ დავხუროთ, არავინ შემოვუშვათო…
სისხლის სამართლის საქმეს როცა განვიხილავთ, ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, ყველამ ნახოს, ვინ რა დააშავა, ვის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებია. საღი აზრი ასეა. უცნაურობა ეტყობა ამ ყველაფერს. ეს დახურვა, ჩემი ღრმა რწმენით, არის მთელი იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. რატომ ითხოვენ ამას, მიზეზი რა არის?
ქალბატონო მოსამართლე, რამდენიმე საათის წინ ამ დახურვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც იყო უცნაური რაღაცები. ჯერ ადვოკატებს წარუდგინეს გაუთქმელობის ხელწერილები, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მე ამის, მინდა სრული საჯაროობა მთელი პროცესის. მინდა, რომ ყველა მტკიცებულება ყველამ ნახოს და ყველამ მოისმინოს. ციხეში გაშვება-არგაშვების საკითხს წყვეტთ, აქ საერთოდ რა არის დასახური?
კიდევ მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ეხება ისევ იმ ადამიანს, რომელიც თქვენ გააძევეთ, უკაცრავად, დაატოვებინეთ დარბაზი.
რამდენიმე საათია მას შემდეგ გასული, ამ ადამიანზე მაქვს საუბარი, რომელიც ვერ გაირკვა ბრალდებულია თუ არ არის ბრალდებული, ჩემთან ერთად დააკავეს და სუსის შენობაში გასაგებად, ნათლად, ქართულად, მკაფიოდ მითხრეს, ან ახლა შენს ცოლს დავიჭერ, ან დანარჩენ ადამიანებს, ზოდელავას, ბურჭულაძეს, მანჯგალაძეს, ყველას, ამხელ ძალადობის ორგანიზებაში. აი, ეს მითხრეს ღიად ამ ადამიანზე.
თქვენ თუ პროცესს დახურავთ, როცა მეუბნებიან, რომ შენს ცოლს დავიჭერ და სიტყვა-სიტყვით მეუბნებიან, 13 წლის ბავშვს 10 წლით ობლად დაგიტოვებთო, ფიქრობთ, რომ ამ ნიუანსის საქმე უნდა დაიხუროს?! მე მითხრეს გასაგებად! ახლოს მეჯდა ადამიანი, რომელიც ამას მეუბნებოდა, ან იტყვი, რომ ბურჭულაძე და სხვები ჩადიოდნენ [დანაშაულს], აი ახლა წუთები გაქვს, 15 წუთი გაქვს, 20 წუთი გაქვს, მერე [თქვეს] კაი, თუ შენ არ მონაწილეობდი, ის მაინც თქვი, რომ იცოდი, თორემ დავიჭერთ შენს ცოლსო. ამაზე გასაგები პასუხი ვუთხარი.
უნდა გესმოდეთ, რას ხურავთ, [საქმეს] სადაც მემუქრებიან ცოლის დაჭერით და შვილის ობლად დატოვებით იმისთვის, თუ ჩემს მეგობრებზე არ ვიტყვი, რაც თვითონ მოუნდებათ, იმას. არა ვუთხარი. იცით, როგორ გააგრძელეს? აბა, კარგად დაფიქრდი მეგობარო, შენი ბავშვი დარჩება ობლად 10 წლის მანძილზეო. ამაზეც არა ვუთხარი, ოღონდ დავამატე კიდევ. ეს არის ტერორიზმი, ვინც ამას აკეთებს. მძევლად აიყვანა ჩემი ცოლ-შვილი და მაიძულებდა ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ეს არის ტერორიზმი და ასე შევუთვალე, ვინც შემოთვალა ეს წინადადება, საფლავიდან ამოგთხრი!
ამის დახურვა უნდათ, იმ სახელების და გვარების, ვინც ეს მე შემომითვალა და ვისაც მე პასუხი შევუთვალე.
მთელი გონება გადავქექე ამ ორ დღეში და პრეცედენტი ვერ ვიპოვე ვერსად, შეიძლება გამომრჩა – მე არ მინახავს, კაცს უთხრან, ცოლს დაგიჭერ შენი ძმაკაცების წინააღმდეგ არ იტყვი რაღაც საშინელებასო. არ მსმენია საერთოდ. ბოლოს გამახსენდა სტალინის ეპოქა. რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი?!
ეს მოხდა ამ საქმეში, ამ ბრალთან დაკავშირებით. თუ დაიხურება საქმე, ქალბატონო მეია, რა გაქვთ მტკიცებულებები? ამ კაცის სახელი არ გაინტერესებთ? საქართველომ არ უნდა იცოდეს, ვინც ამას აკეთებს? ტერორისტები ხართ, ტერორისტები, რომლებმაც ცოლ-შვილი აიყვანეთ მძევლად და მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ!", — განაცხადა ბაჩო ახალაიამ (ტექსტს "პუბლიკა" ავრცელებს).
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩო ახალაიას ცოლის ანა ნადარეიშვილის აიპი მისამართებსა და ბრალდებული ორგანიზატორების ინტერნეტაპლიკაციებს შორის 343 ინტერნეტსესია ფიქსირდება. უწყების ცნობით, ბაჩო ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლეც, თუმცა, ანა ნადარეიშვილი შემდეგ გაათავისუფლეს.
27 დეკემბერს ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
- 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩო ახალაია დააკავეს
- ანა ნადარეიშვილი: პოლონეთში ვიყავით ლუკმა-პურის საშოვნელად, იქ გაბრუნებას აპირებდა ბაჩო, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს
- ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, ბაჩო ახალაია
- "საკუთარ წლების მეგობარს, ნათლიმირონს ურეკავდნენ და ეს რაიმეს შეიძლება ამტკიცებდეს?" — ბაჩო ახალაიას ადვოკატი
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც მანქანის სათადარიგო აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქრო ქვეყანაში შემოიტანა
გადახედვა
-
პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
-
საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა საიამ სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი გამოაქვეყნა
გადახედვა
-
ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ტანზანიაში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
კომენტარები