ტრამპი შესაძლოა უკრაინაში ჩავიდეს — რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ფლორიდაში?
ფოტო: Jonathan Ernst/REUTERS
კვირას, 28 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში შეხვდნენ.
ორსაათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს "შესანიშნავი შეხვედრა" იყო. აშშ-ის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაეთანხმა და მოლაპარაკებებს "შესანიშნავი დისკუსიებით ყველა თემაზე" გამართული "დიდი შეხვედრა" უწოდა.
პუტინთან საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა Tturh social-ზე დაწერა, რომ "ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი" ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევას "მნიშვნელოვან გარღვევას" უახლოვდება.
"ვფიქრობ, მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზე ვართ და ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება", — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დასრულების საკითხთან დაკავშირებით "ძალიან სერიოზულად არის განწყობილი".
"ორივე პრეზიდენტს სურს შეთანხმების მიღწევა", — თქვა ტრამპმა ზელენსკისა და პუტინის შესახებ.
ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესს კონკრეტული "ვადა" არ აქვს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კვლავ დაურეკავდა პუტინს.
ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად "მტკიცე შეთანხმებას" მიაღწევენ, რომელშიც ევროპული ქვეყნების მონაწილეობაც იქნება გათვალისწინებული.
უსაფრთხოების გარანტიები ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს მოლაპარაკებებში — კიევი მათ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აუცილებელ პირობად მიიჩნევს, მაშინ როდესაც რუსეთი NATO-ს ქვეყნების ჯარების უკრაინაში განთავსებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან გამართულ მოლაპარაკებებში "დიდი პროგრესს" მიაღწიეს. მისი თქმით, უკრაინა და რუსეთი დონბასის სტატუსთან დაკავშირებით შეთანხმებას "უახლოვდებიან".
ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ ტრამპთან "შესანიშნავი" შეხვედრა ჰქონდა და დაამატა, რომ ტრამპი იანვარში ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება.
ზელენსკის თქმით, აშშ–უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმება "100 პროცენტით" მიღწეულია, რასაც ტრამპმა უპასუხა, რომ ისინი "95 პროცენტითაა" შეთანხმებული.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგი შესაძლოა რამდენიმე კვირაში გახდეს ნათელი. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე მოუგვარებელ საკითხს ჯერ კიდევ შეუძლია საბოლოო შეთანხმების ჩაშლა.
"შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთი საკითხი, რომელზეც ახლა არც ფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და ყველაფერი ჩაშალოს. ეს ძალიან რთული მოლაპარაკებაა", — თქვა მან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას "არ აქვს პრობლემა უკრაინაში გამგზავრებასთან" დაკავშირებით, თუკი ეს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ წაწევას შეუწყობს ხელს.
"შევთავაზე, რომ მივიდე და მათ [უკრაინის] პარლამენტში სიტყვით გამოვიდე. არ ვიცი, დაეხმარება თუ არა ეს… არც ის ვიცი, ეს მისაღებია თუ არა", — განაცხადა ტრამპმა.
"არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილად აუცილებელია, მაგრამ თუ ეს თვეში 25 000 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, ან რაც არ უნდა იყოს ეს რიცხვი, მე ამას ნამდვილად გავაკეთებდი", — დაამატა პრეზიდენტმა.
პასუხად ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ მისი სტუმრობას მიესალმებიან.
შეხვედრამდე ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს, ხოლო ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
ზელენსკიმ მოგვიანებით X-ზე დაწერა, რომ სტარმერთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის მზადების პროცესი განიხილეს, ასევე ზელენსკის თქმით, მან ბრიტანეთის პრემიერმინისტრს რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგებთან დაკავშირებით "აცნობა".
საერთაშორისო გამოხმაურებები
ფონ დერ ლაიენმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა შეხვედრის განსახილველად ზელენსკისთან და ტრამპთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართეს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში გამართული შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა.
"კარგი პროგრესი დაფიქსირდა, რასაც ჩვენ მივესალმეთ... ევროპა მზად არის გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ამ პროგრესის გასამყარებლად. პირველივე დღიდან ამ ძალისხმევის უმთავრესი ელემენტი მტკიცე და საიმედო უსაფრთხოების გარანტიების არსებობაა", — განაცხადა მან.
საუბარში მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერიც.
"პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მისი ერთგულება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისადმი", — ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ იანვარში შესაძლოა ევროპელ ლიდერებთან ერთად კვლავ დაბრუნდეს აშშ-ში, დონალდ ტრამპთან დამატებითი მოლაპარაკებების გასამართად.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები Coalition of the Willing-ის ფარგლებში იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბებიან.
შეხვედრის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით "თითოეული ქვეყნის კონკრეტული წვლილის საბოლოოდ განსაზღვრაა".
"ჩვენ წინ მივიწევთ უსაფრთხოების გარანტიების საკითხთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად გადამწყვეტი იქნება", — განაცხადა მაკრონმა.
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ, სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ, სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იხსნება
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის ფონ დერ ლაიენი: სომხეთს EU-სთან ვაახლოებთ და ვმუშაობთ კავკასიაში მშვიდობისთვის
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება 27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს, თსუ-დან მსვლელობა გაიმართება
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
კომენტარები