ტარიელ კაკაბაძე: "პროკურატურა არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, რომ ისინი არც კი იბარებდნენ ოთარ ფარცხალაძეს გამოსაკითხად"
ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ ყოფილი გენერალური პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალდების წაყენებაზე ინტერპრესნიუსთან გააკეთა კომენტარი. კაკაბაძეს განცხადებით, ოჯახი პროკურატურას საქმის სამართლიანად გამოძიებას და ფარცხალაძის დაკითხვას სთხოვდა. ადვოკატის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნამდვილად დადასტურდა ის ეჭვები და ვარაუდები, რაც ჯანგველაძის ოჯახს ჰქონდა.
"არაერთხელ მითქვამს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა არა გამოძიება, არამედ საქმის ჩაფარცხვა. ვამბობდით, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა. მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, შემსრულებლები და არაერთი პირი იყო ჩართული აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ნამდვილად, ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი და მკვლელობას ჰყავდა ორგანიზატორი, პირი, რომელსაც ჰქონდა სერიოზული უთანხმოება და დაპირისპირება ლევან ჯანგველაძესთან.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, აქამდე არაერთხელ გაგვიკრიტიკებია, პირადად მე, გამიკრიტიკებია პროკურატურა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არც კი იბარებდნენ გამოსაკითხად. მისი გამოკითხვის ოქმიც კი არ იდო მთელი ამ დროის განმავლობაში საქმეში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება მიუთითებდა მის სავარაუდო მონაწილეობაზე ამ დანაშაულში.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნამდვილად დადასტურდა ის ეჭვები და ვარაუდები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ისინი გამართლებულია და ჩვენ სწორ ინფორმაციას ვაწვდიდით საზოგადოებას მთელი ამ დროის განმავლობაში," — განუცხადა ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ IPN-ს.
შსს-ს ცნობით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა და მისი ლიკვიდაცია ძმებ მიქაძეებთან ერთად დაგეგმა. ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება დღეს წარედგინა.
- შსს: ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა გურამ ფარცხალაძე-რომანოვმა დააორგანიზა
- ტარიელ კაკაბაძის თქმით, ლევან ჯანგველაძეს ნამდვილად ჰქონდა კონფლიქტი ოთარ ფარცხალაძესთან და ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე
მკვლელობა 14 მარტს გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მას შემდეგ, რაც ლევან ჯანგველაძე ახლობლის გასვენებიდან ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთისას გელა უძილაურმა მას ცეცხლი გაუხსნა. ბრმა ტყვიისგან გამვლელი ფეხში დაიჭრა. ამავე საქმეზე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით სანდრო წივწივაძეა დაკავებულია.
მას ბრალად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობიდან შეკვეთით მკვლელობაზე გადააკვალიფიცირა. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გელა უძილაურმა ბრალდება სასამართლო პროცესზე აღიარა. უძილაურმა უარყო, რომ მას მკვლელობა დაუკვეთეს და ამბობს, რომ პირადი ანგარიშსწორების მიზნით "იძია შური" ლევან ჯანგველაძეზე.
- გელა უძილაური ამტკიცებს, რომ კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოკლა
- ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული, სავარაუდოდ, შსს-ს ყოფილი თანამშრომელია
2 ივნისს ტვ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანონიმური წყარო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთახ ფარცხალაძეს სდებს ბრალს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. სირაძის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ძმებმა დავით და გიორგი მიქაძეებმა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულების მოტივით ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს — მკვლელობის შესრულება გელა უძილაურს დაავალეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძმები მიქაძეები კრიმინალურ სამყაროსთან და ოთარ ფირცხალაძესთან დაახლოებული პირები არიან.
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
"ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი "ოსკარზე" საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
კომენტარები