ამის შესახებ On.ge-ს სამართალდამცავ უწყებაში განუცხადეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, 13 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • პოლიტიკოსის თქმით, თავდასხმის მიზეზი მისი მხრიდან რუსული სიმღერის გამორთვა გახდა.

დეტალები: შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

  • დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან — შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე, ანდა — თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე.