ორსულ დეპუტატებს ოპოზიციონერი პარლამენტარები ფიზიკურად ბიუჯეტის განხილვისას დაუპირისპირდნენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კაცი დეპუტატები ემი ნდიაეს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც მან ოპოზიციონერი რელიგიური პირი გააკრიტიკა.

  • თავდასხმის შემდეგ ქალმა გონება დაკარგა და ბავშვის დაკარგვის საფრთხეც არსებობდა.
  • მათ 6-თვიანი პატიმრობასთან ერთად, მოსამართლემ $ 8 000-იანი კომპენსაციის გადახდაც დააკისრა.
  • ინციდენტმა ქალთა უფლებების შესახებ დებატები გამოიწვია.

დეტალები: სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ერთ-ერთი დეპუტატი მიდის ემი ნდიასკენ და სახეში ურტყამს, რასაც მეორე დეპუტატის მიერ ქალისთვის მუცელში დარყმაც მოჰყვება.

  • დაზარალებულის ადვოკატმა AFP-ს განუცხადა, რომ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად რთულია.
  • მიუხედავად ვიდეომტკიცებულებისა, თავდამსხმელთა ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათ დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
  • სენეგალის საკანონმდებლო ორგანოში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ივლისში მთავრობამ საკანონმდებლო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა.