დიდი ხანია მანქანა ფუფუნების საგანი აღარ არის და მისი ყოლა არათუ სურვილის, არამედ საჭიროების საკითხია. თუმცა ყოველთვიური ხარჯების გამო, შესაძლოა მანქანის საყიდლად საჭირო თანხის დაზოგვას ან დიდი თანხისთვის ერთიანად თავმოყრას ვერ ახერხებდეთ.

რა უნდა ქნათ? - ამ კითხვაზე პასუხს თიბისი ბანკი გაგცემთ. ინოვაციური პროდუქტი სტარტო, რომელიც კომპანიამ საზოგადოებას დღეს წარუდგინა, საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი მანქანა ლიზინგის წესით სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ.

რა არის სტარტო?

სტარტო თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტია, რომელიც ფიზიკურ პირებს შესაძლებლობას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ განაცხადის შევსებით შეიძინოთ მეორადი ავტომობილები. თქვენ აღარ მოგიწევთ ოფისში მისვლა, კონსულტანტთან გასაუბრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ლოდინი. სტარტოს მეშვეობით ყველაფერი უმოკლეს დროში, ონლაინ მოხდება.

როგორ?

ამისთვის საჭიროა, შერჩეული გქონდეთ სასურველი ავტომობილი და შეავსოთ მარტივი ონლაინ განაცხადი სტარტოს ვებ-გვერდზე starto.ge (თუ მანქანა განთავსებულია რომელიმე ვებგვერდზე, მომხმარებელს შეუძლია დააკოპიროს ლინკი, ასევე, შესაძლებელია სასურველი მანქანის ფოტოების ატვირთვაც). რამდენიმე წუთში სტარტოს წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და შეგატყობინებთ პასუხს დაფინანსებაზე, გაივლის ყველა დეტალს და შეიძენს თქვენთვის სასურველ მანქანას, რომელსაც ლიზინგით სარგებლობაში გადმოგცემთ. თქვენ მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ სტარტოს ოფისში - მისვლა ხელშეკრულების გასაფორმებლად და ავტომობილის რეგისტრაციის პროცედურისთვის. მთლიანი პროცესი დაახლოებით 30 წუთს გრძელდება.

ვის შეუძლია სტარტოს სერვისით სარგებლობა?

სტარტოს პროდუქტებით სარგებლობისთვის საჭიროა იყოთ 21 წლის და ზევით, ავტომობილი კი მინიმუმ $2 ათასად უნდა შეფასდეს.

სტარტოსგან დაფინანსების მიღება შეუძლია ყველას:

  • თუ ავტომობილის შეძენა გსურთ და არ გაქვთ შესაბამისი დანაზოგი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება 100%-მდე.
  • თუ უკვე გყავთ ავტომობილი და გესაჭიროებათ თანხა, შეგიძლიათ ავტომობილის უზრუნველყოფით მიიღოთ მისი ღირებულების 100%-მდე.
  • თუ გსურთ განაახლოთ ავტომობილი ან შეიძინოთ უფრო ეკონომიური, შეგიძლიათ მიიღოთ განსაკუთრებული პირობები ჰიბრიდულ ავტომობილებზე.
  • თუ თქვენი საკრედიტო ისტორია არ არის დადებითი, თიბისი ლიზინგი განვიხილავს თქვენს განაცხადს და მცირედი დამატებითი მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღებთ დაფინანსებას.

როგორია საპროცენტო განაკვეთი?

სტარტოში წლიური საპროცენტო განაკვეთი კონკრეტული ავტომობილისა და კლიენტის შემთხვევაში ინდივიდუალურია და რამდენიმე მაჩვენებელზეა დამოკიდებული. მათ შორის, თქვენს საკრედიტო ისტორიაზე, ავტომობილის ტიპზე, საბაზრო ღირებულებასა და თქვენი მხრიდან თანამონაწილეობის მოცულობაზე.

კიდევ რა პლუსები აქვს სტარტოს?

შესაძლოა, თქვენ უკვე გყავდეთ ავტომობილი, მაგრამ თანხა გჭირდებოდეთ სხვა რაღაცებისთვის: მოგზაურობისთვის, რემონტისთვის ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის. ამ შემთხვევაში, თუ უკვე გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ მიიღოთ დაფინანსება მისი უზრუნველყოფით და განაგრძოთ მანქანით სარგებლობა ლიზინგის ვადის განმავლობაში. მათ, ვინც უკვე სარგებლობს ავტო-ლიზინგით ან ავტო-სესხით სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, შეუძლიათ სტარტოში დაპორტირდნენ.