საუკეთესო საახალწლო საჩუქრები, რომლებითაც ნებისმიერ ადრესატს გაახარებთ
ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, თქვენ კი ჯერ არ შეგირჩევიათ საჩუქრები? მაშინ აუცილებლად უნდა განაგრძოთ კითხვა, რადგან ამ სტატიაში სასურველი საჩუქრების ისეთ ვარიანტებს შეხვდებით, რომლებიც თქვენი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სიხარულს მიანიჭებს. საჩუქრების ლამაზად შეფუთვა და ყველაზე თბილი სურვილებით ჩუქებაც არ დაგავიწყდეთ.
საჩუქრები ოჯახისთვის
საშობაო დეკორაციები
როდის უნდა ვაჩუქოთ საშობაო დეკორაციები, თუ არა საახალწლოდ? ელეგანტურ ყუთში მოთავსებული საშობაო დეკორაციების ნაკრები, სიმბოლური და ორიგინალური საჩუქარია წყვილისთვის ან ნათესავებისთვის. ეს არის ზუსტად ის, რასაც "სამახსოვრო საჩუქარი" ჰქვია. რადგან ასეთი ნივთი ყოველ ახალ წელს გაგახსენებთ, თუ ვინ გაჩუქათ ის.
ღვინის ბოთლის ელექტრო გასახსნელი
ღვინის ბოთლის გახსნა ზოგჯერ არც ისე ადვილია! საცობის ამოღების დამღლელი პროცესისგან ბოთლის ელექტრო გასახსნელი გიხსნით. უბრალოდ, დაადეთ სახსნელი საცობს, დააჭირეთ ღილაკს და... რამდენიმე წამში შეგიძლიათ დაასხათ თქვენი საყვარელი ღვინო!
შეიძინეთ Prestigio-ის ელექტრო გასახსნელი
Bluetooth დინამიკი
დილის, ოჯახური არდადეგების ან მეგობრებთან შეკრების მაგიური ჰანგებით გალამაზებისთვის ეს ნივთი ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია. Bluetooth დინამიკი საშუალებას გაძლევთ, ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი მელოდიებით, სადაც მოგესურვებათ. დინამიკი შესანიშნავი საახალწლო საჩუქარია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ოჯახისთვის.
შეიძინეთ დინამიკი Loewe Portable Speaker WE. HEAR 1
საჩუქრები საყვარელი ადამიანისთვის
წვერის მოვლის ნაკრები
თუ საჩუქრის ადრესატი წვერს ატარებს, ასეთი ნაკრები მას უდავოდ მოეწონება. ნაკრებში შეიძლება იყოს მაკრატელი, სავარცხლები და ჯაგრისები. ასევე შესაფერისი კოსმეტიკა: შამპუნი, ბალზამი, გელი, წვერის დამარბილებელი ზეთი და მრავალი სხვა.
უსადენო მაუსი და კლავიატურა
უკაბელო მაუსი ან კლავიატურა (ან ორივე ერთად) საუკეთესო საჩუქარი იქნება მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, ან უყვარს ოფისს გარეთ მუშაობა.
შეიძინეთ Logitech MX Anywhere 3
Apple Watch
ჭკვიანი საათები შეუდარებელი საჩუქარი იქნება თქვენი საყვარელი ადამიანისთვის. Apple Watch-ს შეუძლია დათვალოს ნაბიჯები და კალორიები, ის ასევე საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ მაღაზიაში ტელეფონის ამოღების გარეშე, აჩვენებს შეტყობინებებს და, რაც მთავარია, ელეგანტურად გამოიყურება მაჯაზე. აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტის შესაფერისი მოდელი: Apple Watch Series 8, SE 2 Gen ან Ultra.
საუზმის მაგიდა
რა შეიძლება იყოს საწოლში საუზმეზე უკეთესი? აჩუქეთ საყვარელ ადამიანს საუზმის მაგიდა, რომელიც რომანტიკული მომენტებისთვისაა შექმნილი. ამ საჩუქარმა საწოლში საუზმე ბედნიერ ტრადიციადაც შეიძლება აქციოს.
ედვენთ კალენდარი
საახალწლო არდადეგებამდე კოსმეტიკისა და ტკბილეულის თითქმის ყველა მწარმოებელი სპეციალურ სადღესასწაულო კომპლექტებს აწარმოებს. ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება — მთავარია, იცოდეთ, რომელ კოსმეტიკასა თუ ტკბილეულს ანიჭებს უპირატესობას ადრესატი. ასეთი საჩუქრის მთავარი უპირატესობა ლამაზი ვიზუალია, რომელიც არ საჭიროებს დამატებით შეფუთვას.
არომატული სანთლები
შექმენით კომფორტის ან რომანტიკის უნიკალური ატმოსფერო, გახალისდით, შეივსეთ ენერგიით ან პირიქით, დაისვენეთ — არომატულ სანთლებს ბევრი რამ შეუძლიათ. ცვილის დნობის დროს გამოიყოფა ეთერზეთები და ირგვლივ ყველაფერს საოცარ არომატში ახვევს. ზამთრისთვის განსაკუთრებით აქტუალურია კარდამონის, ფორთოხლის, ვანილის, შოკოლადის არომატები. მეორეს მხრივ, ტროპიკული სურნელები ოკეანის სანაპიროზე მშვიდი დასვენების ატმოსფეროში გადაგიყვანთ.
Apple iPhone 13 | 13 mini
მიუხედავად იმისა, რომ iPhone 13 გასული წლის მოდელია, ეს სმარტფონი კვლავ საუკეთესო ვერსიებში რჩება. მის უპირატესობებს შორისაა ძლიერი ბატარეა, ელეგანტური და გამძლე კორპუსი, ორმაგი კამერის მოწინავე სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გადაიღოთ მაღალი ხარისხის ფოტოები და ვიდეოები დაბალი განათების პირობებშიც კი, ახალი კინო ეფექტის რეჟიმი და შესანიშნავი ფრონტალური კამერა სრულყოფილი სელფებისთვის.
შეიძინეთ Apple iPhone 13 | 13 mini
Apple AirPods
ისიამოვნეთ თქვენი საყვარელი მუსიკით Apple AirPods-ზე ყველგან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საქმის კეთებისას. ხმის შესანიშნავი ხარისხის გარდა, შეუძლებელია, ყურადღება არ მიაქციოთ ელეგანტურ მინიმალისტურ დიზაინს, სწრაფ დამუხტვას და სრულყოფილ კავშირს.
საჩუქრები ბავშვისთვის
სათამაშო წლის სიმბოლოთი
ადამიანთა ნაწილი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2023 წელს "კურდღლის წლად" მიიჩნევს. ასე რომ, შეგიძლიათ, სათამაშოც წლის ერთგვარი სიმბოლოთი შეარჩიოთ — საყვარელი პლუშის ბაჭიებიდან ინტერაქციულ შინაურ ცხოველებამდე, რომლებიც დარბიან, ამოძრავებენ ყურებს და კვებასაც კი მოითხოვენ.
ლეგო ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის
LEGO-ის სხვადასხვა ნაკრების კუბიკები თავსებადია ერთმანეთთან, რაც მათ სრულყოფილ საჩუქრად აქცევს და მუდმივად აღძრავს ბავშვის ფანტაზიას. ბავშვებს შეუძლიათ შექმნან ყველაფერი, რასაც მათი ფანტაზია წარმოსახავს. დაწყებული კოსმოსური ხომალდებით ვარსკვლავური ომებიდან, დამთავრებული მსოფლიოს არქიტექტურული შედევრებით.
თეთრეული საყვარელი გმირებით
რა თქმა უნდა, ყველა ბავშვს ჰყავს საყვარელი გმირები შოუდან ან მულტფილმებიდან. მათ ძალიან გაახარებთ თეთრეულის ნაკრებით — მაგალითად, ანას და ელზას პრინტით, ლეკვების გამოსახულებით მულტფილმიდან Paw Patrol ან შურისმაძიებლები.
საბავშვო ჭკვიანი საათი
სასარგებლო საჩუქარი, რომლითაც გაახარებთ როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი შვილის უსაფრთხოებაზე. თანამედროვე სმარტ საათებს აქვთ წარმოუდგენლად ბევრი ფუნქცია: GPS, სატელეფონო ზარები, SOS ღილაკი, დისტანციური თვალყურის დევნება ოჯახის წევრებისთვის, ბავშვის უსაფრთხო ზონის კონტროლი, მაღვიძარა, ფანარი, კამერა და სხვა.
შეიძინეთ საბავშვო ჭკვიანი საათი Canyon
Apple iPhone 11
Apple-ის ხაზის ეს მოდელი მრავალი წლის განმავლობაში პოპულარულია მისი შესანიშნავი მახასიათებლების გამო. ამასთან, ახალ პროდუქტებთან შედარებით, მისი ფასი მნიშვნელოვნად დაბალია. თუ თქვენი შვილი Apple-ის სმარტფონზე ოცნებობს, ეს მოდელი კარგი არჩევანი იქნება.
Apple iPad
Apple-ის ტაბლეტები დიდი ხანია, Apple-ის ოჯახის სტანდარტულ წევრად იქცა. მათ ოდესღაც უწოდებდნენ "რევოლუციურ პროდუქტს, რომელმაც გადატრიალება მოახდინა ინდუსტრიაში". დღეს ეს მოწყობილობა პოპულარულია როგორც საქმიან ადამიანებში, ასევე სკოლის მოსწავლეებში. თუ თქვენი შვილი დიდი ხანია, ოცნებობს ასეთ გაჯეტზე, იქნებ დროა, მისი ოცნება ახდეს?
საჩუქრები გეიმერებისთვის
თერმო ჭიქა
ზოგჯერ თამაში შენს მეგობარს ისე ითრევს, რომ მას დროც კი არ აქვს, ახლად მოდუღებული ჩაი ან ყავა დალიოს? თერმო ჭიქა კარგი გამოსავალი და ნამდვილად პრაქტიკული საჩუქარი იქნება. ის თქვენს საყვარელ სასმელს საათობით შეუნარჩუნებს ტემპერატურას.
სათამაშო სავარძელი
რა თქმა უნდა, ადგილი არ ქმნის ადამიანს, ადამიანი ქმნის ადგილს. მაგრამ ამ შემთხვევაში, სწორ სკამს შეუძლია შეცვალოს თამაშის მიმდინარეობა. რეგულირებადი სამაჯურები, რბილი საზურგე, თავის საყრდენი — მწარმოებლები ცდილობენ ყველანაირი კომფორტი შექმნან, რომ მოთამაშემ არ იგრძნოს დაღლილობა რამდენიმესაათიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგაც კი.
შეიძინეთ Canyon-ის სათამაშო სავარძლები
გეიმერის მაუსი
ასეთი მაუსები გამოირჩევა ერგონომიკით, დამატებითი კლავიშებით, კომფორტული ზედაპირით, რომელიც მოსახერხებელია ხელში დასაჭერად; ასევე გამოირჩევა მეტი გამძლეობით, რადგან მწარმოებლებს გათვლილი აქვთ, რომ სათამაშო მაუსებს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობა უწევთ.
შეიძინეთ სათამაშო მაუსი Canyon GM11
Apple iPhone 14
ეფლის ოჯახის ახალი წევრი გულს უჩქარებს ამ სმარტფონის მოყვარულებს. უფრო მეტიც, თავად კომპანიამ ამ მოდელს ყველაზე ავტონომიური iPhone უწოდა. მიუხედავად ტევადი ბატარეის და ფართო დისპლეისა, iPhone 14 სასიამოვნო სიმსუბუქითაც გამოირჩევა.
საჩუქრები მელომანებისთვის
კონცერტის ბილეთები
საუკეთესო საჩუქარი ემოციებია! ნებისმიერი ღონისძიების ბილეთები თავისთავად შესანიშნავი საჩუქარია; თანაც, თქვენ შეგიძლიათ უფრო დიდი ეფექტი მოახდინოთ საჩუქრის კრეატიული შეფუთვით. თუ თქვენს მეგობარს დიდი ხანია, სურს თავისი საყვარელი შემსრულებლის კონცერტზე წასვლა, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში.
ვინილის ფირსაკრავი
საჩუქარი WOW ეფექტით მუსიკის ნამდვილი მცოდნეებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მოწყობილობა ცოცხალი ხმის და ლაივ ჟღერადობის ეფექტს ავლენს. თანამედროვე მოდელები აღჭურვილია USB კონექტორებით, ადვილად დასაკავშირებელია და აქვს პარამეტრები (plug-and-play), ისევე როგორც სხვა ფუნქციები, რომლებიც მათ წინამორბედ მოდელებს არ გააჩნიათ.
Bang & Olufsen-ის ყურსასმენები
ძვირფასი საჩუქარი პრემიუმ ხარისხის ხმის მოყვარულთათვის. დანიური ბრენდი Bang & Olufsen 1925 წლიდან აკუსტიკური ბრწყინვალების ხელოვნების სინონიმია. ამბობენ, რომ სწორედ მან შთააგონა Apple-ს, შეექმნა iPod Classic. გასაკვირი არ არის, რომ ნებისმიერი B&O პროდუქტი ყოველთვის კარგი საჩუქარია მუსიკის მოყვარულისთვის.
შეიძინეთ Bang & Olufsen Beoplay HX
წარმატებას გისურვებთ საჩუქრების შერჩევაში და გილოცავთ ახალ წელს!
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები