სალომე ზურაბიშვილი

15 Dec. 2022, 22:50

აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემებია, გახლეჩილია ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა? სწორედ ახლაა პოეზიის დრო, ახლა ისე, როგორც არასოდეს. თუ არის რამე, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, სხვა რამ დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ეს ძალიან გვჭირდება.

არ ვიცი სხვამ რამ შეიძლება მოგვცეს ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ესოდენ სჭირდება ამ ქვეყანას და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. დრო გავა და ჩვენ მივხვდებით, რომ ეს ალბათ, არის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ყველასთვის, რომ ქართულმა კულტურამ იცოცხლოს, გაძლიერდეს და იყოს ჩვენი გამაერთიანებელი. ძალიან დიდი მადლობა!

განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოეტ ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის პრეზენტაციასა და ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…