კელი დეგნანი

9 Dec. 2022, 13:13

ვფიქრობ, რომ აშკარაა ვის მხარესაა ქართველი ხალხი. [რუსეთ-უკრაინის ომში]. ეს ჩანს მათ სოლიდარობაში უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა იბრძვის მისი სუვერენულობისთვის, მისი ტერიტორიული დამოუკიდებლობისთვის, მისი იდენტობისთვის, უფლებისთვის, რომ არსებობდეს როგორც სახელმწიფო, როგორც ერი. ეს ის საკითხებია, რაც ქართველებს სიღრმისეულად ესმით, რუსული აგრესიის საკუთარი გამოცდილებიდან.

თქვენ იცით, როგორ ცდილობდა რუსეთი თქვენი იდენტობის გაქრობას. თქვენი მიწების მიტაცებას. როგორ ცდილობდა თქვენი სუვერენულობა გაექრო.

როცა ქართველი ხალხი, თავის კეთილშობილებას გამოხატავს, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, ხალხს, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, თავისი იდენტობისთვის, მგონი ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომელ მხარესაა ქართველი ხალხი.

თქვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, გრძელდება წნეხი, მოსახლეობის გატაცება, სწორედ ოკუპაციის გამო. ეს ალბათ ზოგიერთი ქართველისთვის ხდება ინსპირაცია, გააკეთოს რაც შეუძლიათ, ჰუმანიტარული დახმარება, ან ნებისმიერი რამ, უკრაინისთვის დასახმარებლად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  2. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…