ციხე ციხეში — ტრანსგენდერი ქალები აზერბაიჯანში გისოსებს მიღმა
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
აზერბაიჯანის ციხეებში ბინარული გენდერ ნორმები და ინსტიტუციური ჰომოფობია ტრანსგენდერ ქალებს განსაკუთრებით დაუცველს ხდის ფიზიკური ძალადობის, სექსუალური ძალადობისა და ფსიქოლოგიური შევიწროების მიმართ.
ზინატისთვის, 30 წლის აზერბაიჯანელი ტრანსგენდერი ქალისთვის, ციხეში გაგზავნის დღე "მსოფლიოს დასარული" იყო.
ის იბრძოდა სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ, სადაც ტრანსგენდერ ქალებს სდევნიან. ყველაფერი მას შემდეგ გაუარესდა, როცა ზინარა წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 30 დღით პოლიციაში აღმოჩნდა.
"პირველად, როცა ციხეში გამასამართლეს, მცველები ძალიან უსიამოვნოდ მესაუბრნენ და დამემუქრნენ, რომ თავს გადამპარსავდნენ".
"როდესაც ციხის ეზოში ჰაერის ჩასასუნთქად გავედი, სხვა პატიმრებმა დამცინეს "ახალი ტრაკები გამოჩნდნენ"".
ეს მისი პირველი შესვლა იყო სისტემაში, სადაც ქვიარ ადამიანებს ემუქრებათ შეურაცხყოფა, ძალადობა და სექსუალური კომოდიფიკაცია როგორც პასუხისმგებელი პირების, ისე თანაპატიმრების მხრიდან, და სადაც მოძალადეებს არ ემუქრებათ პასუხისმგებლობა.
სექსუალური ეკონომიკა
ნინა (სახელი შეცვლილია) არის ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც გაიკეთა ოპერაცია და სქესის დადასტურება და კაცების ციხეში ორი წელი გაატარა. შესვლისთანავე, მან სწრაფად აღმოაჩინა, რომ, თუნდაც ერთი სქესის მქონე გარემოს, გენდერული იერარქია მართავდა.
უფრო მამაკაცურად აღქმულ პატიმრებს უწოდებდნენ მუჟიკს (რუსულად ნიშნავს კაცს), ხოლო ისინი, ვინც ქალად აღიქმებოდა, "ტრაკებად" იყვნენ ცნობილები. მიუხედავად იმისა, რომ მუჟიკებს გარკვეული სოციალური სტატუსი და პრივილეგიები ენიჭებოდათ, ისინი, ვინც არასაკმარისად მამაკაცურად ითვლებოდნენ, სოციალური იერარქიის ბოლოში დაქვეითდნენ.
"ისინი, ვინც გააძევეს "მუჟიკის" დონიდან [ტრანსგენდერ ქალებთან სექსის გამო] ისეთ მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, როგორიცაა ტუალეტის დასუფთავება. ეს "გატეხილი" კაცები ნაგვის გაწმენდის მსგავსი საქმით იყვნენ დაკავებულნი".
ყველაზე ძალადობრივ სცენარში შეიძლება ეს სტატუსი კაცებს დასასჯელად მიანიჭონ. ჰეტეროსექსუალი მამრობითი სქესის პატიმრებს, რომლებიც ფემინურად გამოიყურებოდნენ, უწოდებდნენ პასიურებს ან მიმღებებს და "გატეხის" მიზნით აუპატიურებდნენ.
მაგრამ ტრანსგენდერი ქალები სოციალურ იერარქიაში ყველაზე დაბალ ფენად ითვლებოდნენ და მათთან ურთიერთობაც კი საშიში იყო.
"როდესაც იქ ვიღაცამ [ტრანსგენდერი ქალებისგან] სიგარეტი იყიდა, უფროსმა საყვედური თქვა: "მუჟიკი ტრაკი გახადეთ", — ამბობს ნინა.
კაცების ციხეში სექსუალური დინამიკის ნავიგაცია დამატებით გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან ტრანსგენდერი ქალები განიხილებოდნენ როგორც საფრთხე და სექსუალური საქონელი.
"ჩვენ კაცებთან ვერ გვექნებოდა ინტიმური ურთიერთობა, ისინი ამას მკაცრად აკონტროლებდნენ [პატიმრები და ციხის ჩინოვნიკები]. დაემუქრნენ კიდეც: "თუ ახლოს მიხვალ, ჩვენ დაგსჯით კაცის "გატეხისთვის", — თქვა ნინამ. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფისა და დამცირების მიუხედავად, იყო ფარული სექსუალური ურთიერთობები.
ნინამ მკერდის ოპერაცია გაიკეთა, ამიტომ სხვა პატიმრებთან საერთო სივრცეში არ უშვებდნენ, იმის შიშით, რომ მათ მიიზიდავდა, მაგრამ ციხის ოფიცრები ტრანს ქალებს სხვა პატიმრებზე "ჰყიდნენ".
"როდესაც ეს ხერხდებოდა, ისინი ჩვენს ხელფასს იღებდნენ ₼5–₼10 ($3-$6)".
"მექცეოდნენ ისე, როგორც მოღალატეს ან სახალხო მტერს"
30 წელს გადაცილებული ტრანსგენდერი ქალის, ზინატის თქმით, აზერბაიჯანში ქვიარობა საკმარისია იმისთვის, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდე.
"გავიგე, რომ ჩემი მეგობრები დააკავეს, ამიტომ პოლიციის განყოფილებაში წავედი. პოლიციის განყოფილებაში რომ მივედი, გაიგეს, რომ ტრანსგენდერი ქალი ვიყავი და გამაგზავნეს იქ, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ დაკავებულები".
"სადგურში დილამდე ვიცადეთ და სასამართლოში წაგვიყვანეს. ყველა ჩვენგანს ცილს სწამებდნენ და აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიეთ. მოსამართლემ ზოგიერთ ჩვენგანს 20 დღე მიუსაჯა, ზოგს კი 30 დღე, ისე, რომ არ მოგვესმინა და არ მოგვცა საუბრის უფლება".
ციხეში შეყვანის შემდეგ ქვიარ ადამიანებს ცალკე საკნებში აგზავნიდნენ.
"ორკაციან საკანში დაახლოებით 10 ტრანსგენდერი ქალი იყო. გეები ცალკე ოთახში იყვნენ. უფრო მეტი გეი იყო, ვიდრე ტრანსგენდერი ქალი და მათი საკანიც მხოლოდ ორ ადამიანზე იყო გათვლილი".
"ციხეებში დავინახე დამამცირებელი ქცევა LGBTQ ადამიანების მიმართ. შეურაცხყოფა, ლანძღვა, დამცირება და ყველაზე ცუდი ის არის, რომ თმას გვჭრიან."
იზაბელმა (სახელი შეცვლილია), ბისექსუალმა ტრანსგენდერმა ქალმა, OC Media-ს განუცხადა, რომ ორი თვით დააპატიმრეს სოციალურ მედიაში იუმორისტული პოსტების წერის გამო, სადაც მთავრობას აკრიტიკებდა. იზაბელის თქმით, ის სახლიდან სასამართლოში, შემდეგ კი ერთ საათში ციხეში გადაიყვანეს და ადვოკატთან წვდომა არ ჰქონია.
"ჩემი პოსტების გამო დამაპატიმრეს, ამიტომ მოღალატე ან სახალხო მტერივით მომექცნენ. იყო მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ფიზიკური ძალადობა".
"მე მეტ-ნაკლებად ვიცოდი ციხის ცხოვრების შესახებ, ასე რომ, მხოლოდ წიგნების კითხვითა და ძილით დავკმაყოფილდებოდი, მაგრამ მცველები და ციხის უფროსი გამუდმებით უხერხულობას მიქმნიდნენ".
იზაბელმა თქვა, რომ მალავდა თავის სექსუალურ და გენდერულ იდენტობას და მოქმედებდა უფრო მამაკაცურად და ჰეტეროსექსუალურად, რათა თავიდან აეცილებინა "უფრო დიდი ჯოჯოხეთი".
"მაგრამ სასამართლო [ჩემი გამოცდილებით] უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ციხე. რადგან ციხისკენ მიმავალი გზა სასამართლოა და მას აკლდა სინდისი, წიგნიერება ან სამართალი".
დაუცველობა LGBTQ ადამიანებისთვის
აზერბაიჯანის სამართლებრივი სისტემა ასუსტებს ქვიარ ადამიანებს, ამბობს ადვოკატი ჯალა ბაირამოვა, რომელიც აზერბაიჯანულ ქვიარ უფლებათა ჯგუფთან, Nafas LGBTI Alliance-თან მუშაობს.
ბაირამოვას თქმით, ეს პრობლემები სათავეს აზერბაიჯანის კანონმდებლობაში იღებს, რომელიც ვერანაირ დაცვას ვერ სთავაზობს ადამიანებს, ვინც არ შეესაბამება ჰეტეროსექსუალურ და ცისგენდერულ ნორმებს.
"კანონი მხარს უჭერს მხოლოდ კაცსა და ქალს, როგორც სქესს და მათ ჰეტერონორმატიულ ურთიერთობებს. LGBTQ უფლებები ამ ვიწრო მიდგომის გარეთ რჩებიან. კანონი აძლიერებს გენდერულ სტერეოტიპებს და არ იცავს გენდერული ძალადობის პირველად მსხვერპლებს".
ციხის მიღმაც კი, აზერბაიჯანში ქვიარ ადამიანებს სასტიკად აქვთ შეზღუდული ძირითადი თავისუფლებები. ქვიარ ადამიანები ოჯახების, დამსაქმებლებისა და უცხო ადამიანების მხრიდან ძალადობის რისკის ქვეშ არიან და იძულებულნი არიან იცხოვრონ გარემოში, რომელიც სულ უფრო საშიში ხდება.
მაგრამ შინაგანად, ის მცირე კონტროლი რაც მათ თავის გარემოზე აქვთ, იკარგება და ქვიარ ადამიანები რჩებიან მარგინალიზებულები და დასჯილები სისტემის ყველა დონეზე — განიცდიან ძალადობას და შევიწროებას პოლიციის, სასამართლოების, ციხის თანამშრომლებისა და პატიმრების მხრიდან.
იზაბელი მოკლედ აჯამებს თავის გამოცდილებას:
"მე შევამჩნიე, რომ რაც ხდება შიგნით, არაფრით განსხვავდება გარე მდგომარეობიდან. იქაც იგივე ტირანია და მძვინვარებაა".
კომენტარები