კრიტიკული კომენტარების ავტორებთან იმედის ჟურნალისტის ზარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის
სიუჟეტი, სადაც იმედის ჟურნალისტი კრიტიკული კომენტარის ავტორებს ურეკავს და "პასუხს სთხოვს", ეთერში დღეს, 28 ნოემბერს გავიდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უცნობია, საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა იმ ადამიანების ნომრები, რომლებიც მის სიუჟეტს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდნენ.
- რესპონდენტს, რომელიც დაინტერესდა, საიდან ჰქონდა ბაკურაძეს მისი ნომერი და "რა უფლებით" ურეკავდა, ჟურნალისტმა უპასუხა: "თქვენც მოიპოვეთ უფლება, რომ უცხო ადამიანები ასე შეაფასოთ".
- ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ბაკურაძე დაუკავშირდა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ეს საუბარი პრივატული ეგონა და ჟურნალისტს არ გაუფრთხილებია, რომ მათი კომუნიკაცია იწერებოდა.
- რესპონდენტის შენიშვნაზე, რომ გემოვნებიანი გადაცემები უნდა გააკეთონ, ჟურნალისტი პასუხობს: "თქვენც გემოვნებიანად ისაუბრეთ ხოლმე".
- "თუ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდება დღევანდელი გადაცემის შემდეგ, რომ მის დაწერილ კომენტარზე შიძლება, პასუხი მოეთხოვოს, ეს, ალბათ, იქნება კონკრეტული შედეგი ჩვენი ამ თემის", — თქვა ბაკურაძემ.
დეტალები: სიუჟეტის დაწყებამდე ჟურნალისტმა თქვა, რომ აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ სოციალურ ქსელში დაწერილ "შეურაცხმყოფელ" კომენტარებზე მათივე ავტორები და "იყენებდნენ თუ არა ასეთ ლექსიკას სამეტყველო ენაში".
- "ერთ-ერთი ჩვენი გადაცემის ფრაგმენტზე, სადაც დაიწერა ლანძღვის შემცველი სიტყვების კორიანტელი, მე გავაკეთე ექსპერიმენტი; დავინტერესდი, ეს ადამიანები, ვინც ამ სიტყვებს წერენ, რამდენად ფიქრობენ, რომ ეს არ შეიძლება, იყოს სამეტყველო ენა", — თქვა ბაკურაძემ.
- მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, "ექსპერიმენტის" არცერთი მონაწილე არ უარყოფს თავის კომენტარს და ბაკურაძის მომზადებულ სიუჟეტს ამჯერადაც ღიად აკრიტიკებს, სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ამბობს: "როგორ ღიზიანდებიან პირად საუბარზე, არავის აქვს სურვილი, რომ პირადად დაეთანხმოს საკუთარ აზრს".
კითხვები, რომლებიც ჟურნალისტმა კრიტიკული კომენტარების ავტორებს დაუსვა, ასე ჟღერდა: "თქვენ მომწერეთ, როგორ აყროლდითო, რას გულისხმობთ აყროლებაში?"
- "მოსულა თუ არა ამ ტერმინოლოგიით საუბარი უცხო ადამიანზე?"
- "რამდენად სწორად მიგაჩნიათ ურთიერთობის ასეთი ფორმა, თქვენ გარშემო მყოფებს ასე ეკონტაქტებით?"
- "მეუბნებით, რომ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს ვგავარ, რას გულისხმობთ და როგორ გამოვსწორდე?"
რას ამბობს ბაკურაძე: მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ამ "ექსპერიმენტის" გამო გააკრიტიკეს და ადამიანების პირადი ინფორმაციის, მათი სატელეფონო ნომრების, უკანონოდ მოპოვებაში დაადანაშაულეს, ბაკურაძე მომხდარს ფეისბუკზე გამოეხმაურა და თქვა, რომ "პირადი კონტაქტების მოპოვება ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია".
- "პირადი და საერთო ნაცნობობით. დამეთანხმებით, ფეისბუქის სივრცეში კონტაქტების გარკვევა დღეს, 21-ე საუკუნეში პრობლემა არ არის. სწორედ ასე მოხდა საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება", — წერს ბაკურაძე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ უწყებამ საკითხის შესწავლა დაიწყო.
- "იმედის დღის ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე ფეისბუქის მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან.
- ტელეკომპანია იმედის მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო", — ნათქვამია განცხადებაში.
სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლებმა კრიტიკული კომენტარები დაწერეს სიუჟეტზე, რომელიც იმედის დღის ფეისბუქგვერდზე 9 ნოემბერს გამოქვეყნდა.
- "რატომ ამკვიდრებს ჰოლივუდი "ქალური" მამაკაცის იმიჯს?" — ასეთია სიუჟეტის სახელი, რომლის ავტორიც მარიკა ბაკურაძეა.
- ჟურნალისტი მოდის ცვლილებაზე საუბრობს, მათ შორის — მსახიობებზე, ჰარი სტაილსსა და ტიმოთი შალამეზე.
- სიუჟეტი ჰომოფობიური ქვეტექსტისაა, ავტორი იყენებს ისეთ ფრაზას, როგორიცაა: "ჰეტეროსექსუალ, ჩვეულებრივ მამაკაცს აცვია კაბა და ეს არის ფოტოსესია".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები