მსოფლიოს 5 უმსხვილესი ბანკის ჯამური კაპიტალიზაცია $1,2 ტრილიონს აჭარბებს
კაპიტალიზაციით მსოფლიოს ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკიდან ოთხი ამერიკულია და ერთი ჩინური. მათი ჯამური საბაზრო ღირებულება companiesmarketcap.com-ის მონაცემებით, $1,230 ტრილიონს აჭარბებს.
JP Morgan
$400 მილიარდიანი კაპიტალიზაციით პირველ ადგილს JP Morgan იკავებს, რაც ორი თვის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის $100 მილიარდით მეტია, მაგრამ წლის დასაწყისთან შედარებით — $67 მილიარდით ნაკლები. ბანკის აქტივები $3,740 ტრილიონს აღწევს, ამ მხრივ ის ჩინურ კონკურენტებს ჩამორჩება და მე-5 ადგილს იკავებს.
Bank of America
მეორე ადგილს $302 მილიარდიანი კაპიტალიზაციით Bank of America იკავებს. JP Morgan-ის მსგავსად მისი კაპიტალიზაცია ბოლო ორ თვეში გაზრდილია, თუმცა გასულ წელთან შედარებით, $100 მილიარდიანი კლება ფიქსირდება. $3,170 ტრილიონიანი აქტივებით Bank of America პლანეტის მე-7 ყველაზე დიდი ბანკია.
ICBS
ჩინური ICBS (Industrial and Commercial Bank of China) $204 მილიარდიანი კაპიტალიზაციით მესამე ადგილზეა. ბანკის კაპიტალიზაციამ $500 მილიარდს პირველად ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში გადააჭარბა, 2018 წლის იანვარში კი $575 მილიარდს მიაღწია და რეკორდი მოხსნა. დიდი ვარდნის მიუხედავად, $5,540 ტრილიონიანი აქტივებით ICBS ბილო პერიოდში უცვლელ პირველ ადგილს ინარჩუნებს.
Wells Fargo და Morgan Stanley
მეოთხე და მეხუთე ადგილებს შესაბამისად 180 და 152 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით Wells Fargo და Morgan Stanley ინაწილებენ.
პირველ ასეულში რუსეთიდან მხოლოდ Sberbank მოხვდა. მისი კაპიტალიზაცია უკრაინაში შეჭრამდე $110 მილიარდს აღწევდა, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში $33 მილიარდამდე შემცირდა, ნოემბრის მდგომარეობით კი $47 მილიარდს შეადგენს და რეიტინგში 42-ე ადგილს იკავებს.
ევროპული ბანკებიდან ყველაზე მსხვილი $118 მილიარდიანი კაპიტალიზაციით ბრიტანული HSBC-ა, რომელიც რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს, კონტინენტური ევროპიდან კი პირველ ადგილზე ფრანგული BNP Paribas-ია. მისი კაპიტალიზაცია $68 მილიარდს შეადგენს და საერთო რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს.
ასეულს $14,4 მილიარდიანი კაპიტალიზაციით სამხრეთ კორეული KB Financial Group ასრულებს.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები