საქართველოს ბანკი მორიგ "პრო ბონო" აქტივობაში ჩაერთო
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში ფორმალური და არაფორმალური განათლების მხარდაჭერას და "პრო ბონო" აქტივობებში ჩართვას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის თანამშრომლებმა ხელი შეუწყვეს სათემო ლიდერთა ფორუმში მონაწილე ახალგაზრდა ლიდერს, თაზო ჯოჯუას.
აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში 16 წლის თაზო ჯოჯუამ "საუკეთესო სათემო ინიციატივების" კონკურსში წარსადგენად ვიდეო და პრეზენტაცია მოამზადა. მასალა მის მიერ ასკანის თემში განხორციელებულ საგანმანათლებლო, ინოვაციური და საინტერესო პროექტის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.
სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში, სადაც 108 ბავშვი სწავლობს, წლების განმავლობაში ინტერნეტთან და საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომა გამოწვევად რჩებოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თაზო ჯოჯუამ ფაინდრაიზინგით 20 000 ლარის შეგროვება გადაწყვიტა და მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის ციფრული სივრცეც შექმნა. აღნიშნული სივრცე წარმატებით ფუნქციონირებს და მასში უკვე რამდენიმე პროექტიც განხორციელდა.
"საინიციატივო ჯგუფი "ციფრული სივრცის" სახით ჩამოვაყალიბე, ჩემს გარშემო გავაერთიანე ის მასწავლებლები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და ჩემი თანამოაზრეები იყვნენ. შედეგად UNISEF-თან და Helping Hand-თან თანამშრომლობით პირველი პროექტი — "ახალგაზრდა მოხალისეობის ხელშეწყობა" განვახორციელეთ და მოხალისეთა კლუბიც დავაფუძნეთ. კლუბი სხვადასხვა შემეცნებით და სოციალურ აქტივობას ახორციელებდა. მაგალითად, პოსტ პანდემიური სტრესის შემცირება, როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში. ამ მიზნით, კლუბის წევრების მიერ, მოზარდებისთვის არაერთი კონკურსი ჩატარდა. გარდა ამისა, განვახორციელეთ დასუფთავების აქცია, სოფლად მცხოვრები მოხუცებისა და მარტოხელა ადამიანებისთვის, ნერგების დარგვის აქცია და სხვა მსგავსი აქტივობები", — განაცხადა ახალგაზრდა სათემო ლიდერმა, თაზო ჯოჯუამ.
საქართველოს ბანკი, კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, წლებია "პრო ბონო ქსელის" წევრია. ეს მოიცავს თანამშრომლების სოციალურ პროექტებსა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობას.
"საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლება და ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და წლებია უკვე ჩართული ვართ "პრო ბონო ქსელის" მიერ წამოწყებულ აქტივობებში. ეს გულისხმობს საზოგადოებრივ, არასამთავრობო და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მრავალფეროვან ტრენინგებში ჩართულობას და სხვა სახის მხარდაჭერას. "პრო ბონო" ინიციატივით მხარს ვუჭერთ სათემო ორგანიზაციებს. წელს ჩვენ ასევე ჩავერთეთ სათემო ლიდერთა ფორუმში მონაწილეობისთვის ლიდერების მომზადების პროცესში. ახალგაზრდა ლიდერები რეგიონისთვის უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებენ. ეს დღე მათთვის ერთგვარი აღიარება და მათი შრომის დაფასებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ასეთ ახალგაზრდებს, რომლებიც რეგიონში მსგავსი ინიციატივებით გამოირჩევიან", — განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
სათემო ლიდერთა ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, საქართველოს "პრო ბონო ქსელის" წევრი 2016 წელს გახდა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარი რესურსი საზოგადოების საკეთილდღეოდ მიმართა. ეს არის ქალების, ახალგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებაზე მიმართული. თუ სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა. "პრო ბონო" ლათინური გამოთქმის შემოკლებული ფორმაა, რაც ნიშნავს "საზოგადოების საკეთილდღეოდ".
-
უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია უკრაინის უმაღლესმა რადამ მთავრობის ახალი კაბინეტი დაამტკიცა — საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გადახედვა
-
ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს ახალციხეში შუახნის კაცი საკუთარ სახლში ყელის არეში ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ 5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს "საქართველოს პრემიერმინისტრის სიტყვები არ საჭიროებს დადასტურებას" — მარია ზახაროვა ეუთოს რეზოლუციას აკრიტიკებს
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბრიტანელ ომის ვეტერანს 100 000-ლარიანი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი IHR: ირანის რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა სულ მცირე 47 პოლიტიკური პატიმარი
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
კომენტარები