კელი დეგნანი

3 Nov. 2022, 18:01

ყველაფერი, რაც აშშ-ს საქართველოში გაუკეთებია ბოლო 30 წლის განმავლობაში, არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანთან შესაბამისობაში, ჰქონდეს უსაფრთხო, დემოკრატიული, წარმატებული მომავალი. მიუკერძოებელი სასამართლოს ქონა არის ცენტრალური მნიშვნელობის და ყველაფერი, რასაც პოლიტიკური დევნის სახე აქვს, საქართველოს ევროაატლანტიკურ მომავალს საფრთხეში აგდებს.

ეს არის ვალდებულება, რაც საქართველოს მთავრობას აქვს ქართველი ხალხის წინაშე აღებული საპარლამენტო არჩევნებში, რომ მიაღწიონ შემდეგ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის ამ არჩევანს და რისკის შემცველი იქნება, დიდი პრობლემაა.

აშშ-ში ჩვენ ვიცავთ და ვუფრთხილდებით ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობას, იმიტომ, რომ ეს არის საძირკველი ჩვენი დემოკრატიის. ეს არის, რაც გვაძლევს ძალას და ამტანობას, რომ გავუმკლავდეთ სხვადასხვა გამოწვევას სხვადასხვა დროს. ჩვენ იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვის.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ დაადასტურა, რომ მათ უნდათ ძლიერი დემოკრატია, მათ უნდათ ევროატლანტიკური მომავალი. აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რომ მიაღწიონ ამ ძლიერ სურვილს. ამას ვაკეთებთ 30 წელია და გავაგრძელებთ ამის კეთებას, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს წარმატების და გვინდა, ვნახოთ ეს ქვეყანა წარმატებული, სტაბილური და მშვიდობიანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  2. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…