ბუღალტერიის განვითარების პროექტში საქართველოს ბანკს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უერთდება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბუღალტერიის გაციფრულების პროექტში საქართველოს ბანკს პარტნიორობას USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გაუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები შეძლებენ, კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ ბუღალტერიის გაციფრულების შესაძლებლობები. კერძოდ, მიიღონ დაფინანსება გაციფრულებისთვის და ასევე, ისარგებლონ საბუღალტრო მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსება ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, მსუბუქი მრეწველობის ან კრეატიული ინდუსტრიების მიმართულება. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი წამყვანი კომპანიების სერვისები, როგორიცაა: Balance-ი და Nexia TA. საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების ეს შეთავაზება ასევე მოიცავს ბუღალტრული სერვისებისთვის სპეციალურ ფასდაკლებასა და უფასო მომსახურებას.
"მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს მათი საბუღალტრო პროცესებისა და ფინანსური ანგარიშების გაციფრულებაში. მხარდაჭერის შედეგად, ბიზნესები შეძლებენ მნიშვნელოვნად შეამცირონ დაფინანსებისთვის საჭირო დრო, რადგან ციფრული პროცესები საქართველოს ბანკის ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრულად იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლითაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრული ეკოსისტემის ათვისებაში ეხმარება და რაც მათ ეფექტურობასა და დაფინანსების პოტენციალს გაზრდის", — განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა.
"საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, მოაწესრიგონ ციფრული ბუღალტერია და ისარგებლონ ისეთი კომპანიების განსაკუთრებული მომსახურებით, როგორიცაა Balance-ი და Nexia TA. ვფიქრობთ, ამით ხელს შევუწყობთ მათთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან ისინი შეძლებენ მოწესრიგებული ბუღალტერიით კიდევ უფრო მეტი და ახალი შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ბიზნესისთვის", — განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წახალისების მიზნით ბუღალტერიის განვითარების პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა და ის სამ მიმართულებას მოიცავს — ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა. პროგრამაში ჩართვის მსურველი ბიზნესები შეძლებენ აირჩიონ სასურველი, ერთი ან რამდენიმე მიმართულება და ისარგებლონ მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული უპირატესეობებით.
პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები