ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების წევრმა მანქანიდან სელფი და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა.

არჩილ თალაკვაძის პოსტი მისმა გამომწერებმაც ვერ გაიგეს და დეპუტატს ჰკითხეს, ფოტო ხომ არ შეეშალა, რადგან ეს თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ნამდვილად არ ჰგავდა. მეტი სიცხადისთვის თალაკვაძემ პოსტში ცვლილებები შეიტანა.

რა თქმა უნდა, ინტერნეტის რეაქციებმა არ დაიგვიანა და მოქალაქეებმა გაგვიზიარეს რამდენად კომფორტულია და რა "გონიათ" საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

კიდევ რით "გადაადგილდებით" პიკის საათში თბილისის ქუჩებში?

"არჩევანი" მრავალფეროვანია.

თან ძალიან.

განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩილ თალაკვაძე ხარ.

ან სახალხო არტისტი.

ან ხოაკინ ფენიქსი.

ან დეინერის ქარიშხალთშობილი, ანდალებისა და პირველი ადამიანების კანონიერი დედოფალი, შვიდი სამეფოს მცველი, კჰალისი, უწვავი, ბორკილების მმუსვრელი და დრაკონების დედა.

ან ...

კიდევ რა არის კომფორტული დედაქალაქში?

ამ კითხვის დასმა დეპუტატისთვისაც უნდოდათ, მაგრამ პოსტზე კომენტარის დაწერის უფლება არამეგობრებისთვის შეზღუდულია. თუმცა საინტერესო კითხვებს შეხვდებით მისი ფოტოს გაზიარეებში. მაგალითად, მოქალაქეებს აინტერესებთ:

  • "41 ნომრით მგზავრობთ, ბატონო არჩილ?"
  • "დარწმუნებულია რომ თბილისშია, ნეტა?!"
  • "იქნებ კალას ეღადავება?"
  • "რატო გვეღადავებით ბატონო არჩილ".
  • "გასაწმენდ, ნატიტყნ ფანჯრის შუშას მარტო მე ვხედავ? ტაქსი - ფაბლიქ? ქამ ოოონ."