ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.

  • 23 მარტს დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის "ეგზისტენციალური საფრთხის შემთხვევაში" ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 25 აპრილს განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.
  • აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ლავროვის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.

დეტალები: ბაიდენი ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ომის სახეს შეცვლის.

  • აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

არქივიდან: 27 აგვისტოს რუსეთმა გაეროში ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტი დაბლოკა.

  • ხელშეკრულება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ განიხილება, როგორც ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული არსენალის გაფართოების შეჩერებას ძალისხმევის ნაწილი.