ანა ფოტიგა

6 Aug. 2022, 15:38

14 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, რამაც ევროპაში 21-ე საუკუნის პირველი ომი გამოიწვია. მხოლოდ აშშ-ს მტკიცე ერთგულებამ და ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები.

დღეს ცხადია, რომ საქართველოში მომხდარ 2008 წლის მოვლენებს გავლენა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყანაზე, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.

ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები რუსი აგრესორის მიერ არასდროს შესრულებულა. ნების, მონდომების და სტრატეიული აზროვნების არარსებობა, რაც კრემლს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებასა და საქართველოს ტერიტორიებიდან გასვლას აიძულებდა, არის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს, არაერთხელ დაერთვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა აგრესია, როგორც ამას დღეს უკრაინაში აკეთებს. 

ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს მთლიანად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია ეკუთვნის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი…