ლონდონის ზოოპარკმა ნიანგის ვოლიერში ცხოველის ნაცვლად მისი ტყავისგან დამზადებული ჩანთა მოათავსა
ფოტო: sleepy_homo / Twitter
ლონდონის ზოოპარკმა გადაწყვიტა, ველური ბუნების განადგურების გლობალურ პრობლემას გამოხმაურებოდა და ამისთვის საგანგებო "პერფორმანსიც" მოამზადა. ზოოპარკში მისულ დამთვალიერებლებს ნიანგის ვოლიერში ცხოველის ნაცვლად მისი ტყავისგან დამზადებული ჩანთა დახვდათ. ამის ამსახველი ფოტომასალა ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და მალევე დიდი გამოხმაურებაც გამოიწვია.
ვოლიერის წინ ზოოპარკმა წარწერაც მოათავსა: "სიამური ნიანგი — ამ ჩანთას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ინდონეზიის მდორე მდინარეებსა და დინებებში მცურავს შეხვდებოდით.
"ბოლო 75 წლის განმავლობაში სიამური ნიანგების 80 პროცენტზე მეტი გაქრა. ბევრი მათგანი, მათ შორის ეს, მისი ტყავის გამო უკანონო ნადირობას ემსხვერპლა".
სიამური ნიანგი, რომლის ჰაბიტატი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, გადაშენების პირას მყოფ სახეობად მიიჩნევა. იგი ველურ ბუნებაში, ფაქტობრივად, აღარ გვხვდება. ჰაბიტატის დაკარგვისა და ნადირობის გამო, ბუნებრივ პირობებში ცხოველის პოპულაციის 99 პროცენტი გაქრა. ჰაბიტატის დაკარგვაში მოიაზრება ადგილობრივი ადამიანების მიერ ნიანგების საცხოვრებლის გამუდმებული მიტაცება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის. მოგვიანებით, ამას დაერთო სამოსისა და აქსესუარების ინდუსტრიაში ცხოველის ტყავის მასობრივი გამოყენება.
როგორც ცნობილი გახდა, ლონდონის ზოოპარკში "გამოფენილი" ჩანთა ბრიტანეთის ერთ-ერთი აეროპორტიდან ამოიღეს.
"ეს გამოფენა დამთვალიერებლებისთვის იმის საჩვენებლად გავაკეთეთ, თუ რა გამანადგურებელი გავლენა აქვს ველურ ბუნებაში უკანონო ნადირობას სახეობების პოპულაციებზე მთელ მსოფლიოში", — ამბობს ზოოპარკში რეპტილიებისა და ამფიბიების მომვლელი, ბენ ტეპლი.
"ჩვენი ზოოპარკი აქტიურად თანამშრომლობს მთავრობებთან და ადგილობრივ თემებთან, რათა დავიცვათ ველური ბუნება, მხარი დავუჭიროთ შესაბამისი კანონების მიღებას და შევამციროთ მოთხოვნა გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე", — ამატებს ბენი.
-
შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს შესაძლოა, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა პირველი "ეგზომთვარე" დააფიქსირეს
გადახედვა
-
სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული სროლაში ბრალდებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი — მას თითი აქვს ამპუტირებული
გადახედვა
-
ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა ავსტრიაში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება გაიხსნა
გადახედვა
-
საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის საავტორო უფლებების დარღვევისთვის Anthropic მწერლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ კევინ სუსმანის თქმით, Big Bang Theory-ის გაგრძელებაში ფანები სტიუარტს ლიდერის როლში იხილავენ
გადახედვა
-
პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს პირველი ქართველი მრბოლელი ბრიტანული ფორმულა 4-ის ჩემპიონატში | გაუსწარი დროს
-
ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა ბათუმში დაჭრილი 31 წლის კაცი ხელოვნურ სუნთქვაზეა
გადახედვა
-
ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია — ირაკლი ზარქუა ონისე ოქრიაშვილზე თავდასხაზე
გადახედვა
-
10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება 10 ფოტო წარსულიდან, რომლებიც ყოველდღიურ ამბებს შავ-თეთრად გვიყვება
გადახედვა
-
მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ვუხდით ბოდიშს — ირაკლი ბენდელიანი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის წინასწარ ვუხდით ბოდიშს — ირაკლი ბენდელიანი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი როგორია ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი 2 ახალგაზრდის მდგომარეობა? — ექიმის კომენტარი
გადახედვა
-
მშენებარე ბინები ბათუმში: მშენებლობის ეტაპზე ყიდვის უპირატესობები და რისკები მშენებარე ბინები ბათუმში: მშენებლობის ეტაპზე ყიდვის უპირატესობები და რისკები
-
აქტივისტი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირი დააკავეს აქტივისტი ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პირი დააკავეს
გადახედვა
-
როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა — როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება როცა მთელი საქართველო სცენად იქცევა — როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება
-
რუსთაველის გამზირი, რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან გადაიკეტა რუსთაველის გამზირი, რეაბილიტაციის ფარგლებში, დღეიდან გადაიკეტა
გადახედვა
-
ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
გადახედვა
-
OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა OpenAI-ის AI მოდელმა იზოლირებულ სატესტო გარემოს თავი დააღწია და კიბერშეტევა განახორციელა
გადახედვა
-
თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები თბილისში, ვერაზე სროლა იყო, არიან დაჭრილები
გადახედვა
-
მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს მეცნიერებს სურთ, შექმნან სისტემა, რომელიც კოსმოსში ბირთვულ იარაღს დააფიქსირებს
გადახედვა
-
მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ მეცნიერები ადამიანის კბილების ხელახლა გაზრდას ცდილობენ
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან ახალი კვლევის თანახმად, სიმშვიდის შესანარჩუნებლად მაიმუნები ერთმანეთს კოცნიან და ეხუტებიან
გადახედვა
კომენტარები